შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 100 მგ ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადის მჟავა, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის სტიმულატორი.
ჩვენებები: სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა: პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები; მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება კუნთშიდა ინექციის სახით 1 მლ დღეში. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 მლ-მდე, დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი - 25-30 ინექცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება 6 თვის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: სიწითლე, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, შეშუპებები, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილას, გულისრევა, ღებინება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზურების მოქმედების გაძლიერება, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლის ხშირ კონტროლს ერთდროული გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები: აღინიშნება მკურნალობის პერიოდში სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას.
ჭარბი დოზირება: არ აღწერილა ჭარბი დოზირების შემთხვევები.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ხსნარი კუნთშიდა შეყვანისთვის. უფერული, გამჭვირვალე სითხე. 2 მლ #5 უფერული მინის ამპულა გადასატეხი რგოლით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.