ხონდროქსიდი გელი 5% 30გრ ტუბი #1

ხონდროქსიდი გელი 5% 30გრ ტუბი #1

რუსეთის ფედერაცია

ნიჟფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - chondroitin sulfate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები → პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები

შემადგენლობა
ქონდროიტინ სულფატი – ქონდროპროტექტორი
დიმეთილსულფოქსიდი – დერმატოპენეტრანტი
ქონდროიტინ სულფატი – ეს არის ბუნებრივი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც მიიღება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხრტილისაგან.
ქონდროიტინ სულფატი – წარმოადგენს ძირითად “საშენ მასალას” სახსრების ხრტილოვანი ქსოვილისა და ხერხემლის დისკებისათვის

ქონდროიტინ სულფატი:
- ამცირებსCa+ დაკარგვას ძვლიდან
- ასტიმულირირებს გლიკოზამინოგლიკანების პროდუცირებას
- ახდენს ფოსფორ-კალციუმის ცვლის ნორმალიზებას
- აბლოკირებს ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელი ფერმენტების სინთეზს
- აძლიერებს სახსარშიდა სითხის წარმოებას

ქონდროიტინ სულფატი:
- ამცირებს ძვლის რეზორბციის პროცესს
- აძლიერებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას
- ამცირებს დეგენერაციულ პროცესებს ხრტილში
- ახდენს ხრტილოვანი და სასახსრე ჩანთის ქსოვილის რეგენერაციას.

დიმეთილსულფოქსიდი – დერმატოპენეტრანტი:
- აადვილებს ქონდროიტინ სულფატის შეტანას უჯრედში;
- გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
• ანთების საწინააღმდეგო
• რეგენერაციული
• ანალგეზიური
• ქონდროპროტექტორული

ჩვენებები
ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ქონდროქსიდი – ის გელის ძირითადი თერაპიული ეფექტები
• ამცირებს ტკივილს სახსრებსა და ხერხემალში;
• აუმჯობესებს მოძრაობას სახსარსა და ხერხემალში;
• ამცირებს რეციდივების სიხშირეს.
ქონდროქსიდი გელის უპირატესობა
• უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერების კმიტანასლ უშუალოდ ანთებით კერაში.
• უზრუნველყოფს ქონდროიტინ სულფატის შედარებით ინტენსიურ მიწოდებას, ვიდრე პერორალური ფორმები. ბიოშეღწევადობა ქონდროიტინ სულფატის პერორალური მიღებისას 13%, ხოლო გარეგანი გამოყენებისას 20-40% (1)
• დიმეთილსულფოქსიდს, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში გააჩნია დამატებითი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
• მკურნალობა მოსახერხებელია მომხმარებლისთვის
• უმტკივნეულოა და თან ახლავს უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები

მიღების წესები და დოზები
2-3 ჯერ დღეში კანზე უშუალოდ დაზიანების კერაზე და 2-3 წთ განმავლობაში შეზელვა სრულ შეწოვამდე.
მკურნალობის კურსი: – 2-3 კვირა
პროფილაქტიკური კურსი: 2-3 ჯერ წელიწადში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნიჟფარმი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ქონდროიტინი
დოზა
5%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი