დიდროფი წვეთები ცხვირის 0.05% 10მლ ფლაკონი #1
დიდროფი წვეთები ცხვირის 0.05% 10მლ ფლაკონი #1

დიდროფი წვეთები ცხვირის 0.05% 10მლ ფლაკონი #1

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ქსილომეტაზოლინი

ჩვენება:
• ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტი;
• მწვავე ალერგიული რინიტი;
• პოლინოზი;
• მწვავე სინუსიტი ან ქრონიკული სინუსიტის გამწვავება;
• ევსტაქიიტი;
• შუა ყურის ანთება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად და ევსტაქის მილის გამტარობის აღსადგენად);
• რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

მიღების წესი და დოზირება:
დიდროფი გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად.
0.05% ცხვირის წვეთები 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1_2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1_2-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
0.05% ცხვირის წვეთები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1_3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2_3-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.05% ცხვირის წვეთების 1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
0.1% ცხვირის წვეთები მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 2_3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2_3-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.1% ცხვირის წვეთების 1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
პრეპარატი გამოიყენება არა უმეტეს 7 დღისა. ფლაკონის შიგთავსის გადმოღვრის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეთ დამცავი რგოლი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ, ატროფიული რინიტი, ტრანსსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია (ანამნეზში), ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, თვალის შიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ჰიპერთირეოზი.
ორსულობა და ლაქტაცია:
დიდროფის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ძC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ქსილომეტაზოლინი
დოზა
0.05%
ფორმა
წვეთები ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი