ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი ნოზ/ სპრეი ცხვირის 0.1% 15მლ ფლაკონი #1
ვიეტნამი
დანაფა
GEL
in stock
new
10.2₾
10.85₾
-6.0%
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - XYLOMETAZOLINE მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.
ჩვენებები: სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება; ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება: ქსილომეტაზოლინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური. ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.
ქსილომეტაზოლინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.
მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსილომეტაზოლინის წვეთები - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.
განსაკუთრებული მითითებები: ◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.