პროდუქტის შესახებ
დასახელება - დესლორადინი 2,5მგ/5მლ150მლ სირ.
თერაპიული ჩვენებები
დესლორადინი ნაჩვენებია ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ცემინება, სურდო და ცხვირის ქავილი, ცხვირის ბლოკირება/გაჭედვა, რომლებიც ასოცირდება ალერგიულ რინიტთან, აგრეთვე თვალების ქავილი, წყლიანი თვალები და სიწითლე, სასის ქავილი და ხველა.
დესლორადინი ასევე ნაჩვენებია ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ქავილი, შეშუპება და სიწითლე კანზე, რომლებიც დაკავშირებულია ჭინჭრის ციებასთან.
დოზირება და მიღების წესი
არარეგულარული ალერგიული რინიტი, სიმპტომებით რომლებიც გრძელდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები, მკურნალობა უნდა მოხდეს დაავადების ისტორიის შეფასების მიხედვით და მკურნალობა უნდა შეწყდეს სიმპტომების აღმოფხვრის ან განმეორების შემთხვევაში. მუდმივი ალერგიული რინიტის დროს, სიმპტომებით, რომლებიც გრძელდება კვირაში 4 დღეზე მეტ ხანს ან 4 კვირაზე მეტ ხანს, რეკომენდირებულია მუდმივი მკურნალობა, თუ პაციენტს გამოუვლინდება ალერგია.
გამოყენების მეთოდი
6-დან 11 თვემდე ასაკის ბავშვები: დესლორადინი უნდა იქნას გამოყენებული ცალკე ან საკვებთან ერთად 2 მლ (1 მგ) დოზით დღეში ერთხელ ალერგიული რინიტის დროს განვითარებული სიმპტომების აღმოსაფხვრელად, მათ შორის პერიოდული და მუდმივი ალერგიული რინიტის და ჭინჭრის ციების.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: დესლორადინი უნდა იქნას გამოყენებული ცალკე ან საკვებთან ერთად 2,5 მლ (1,25 მგ) დოზით დღეში ერთხელ ალერგიული რინიტის დროს განვითარებული სიმპტომების აღმოსაფხვრელად, მათ შორის პერიოდული და მუდმივი ალერგიული რინიტისა და ჭინჭრის ციების.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: დესლორადინი უნდა იქნას გამოყენებული ცალკე ან საკვებთან ერთად 5 მლ (2,5 მგ) დოზით დღეში ერთხელ ალერგიული რინიტის დროს განვითარებული სიმპტომების აღმოსაფხვრელად, მათ შორის პერიოდული და მუდმივი ალერგიული რინიტისა და ჭინჭრის ციების.
მოზრდილები, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: დესლორადინი უნდა იქნას გამოყენებული ცალკე ან საკვებთან ერთად 10 მლ (5 მგ) დოზით დღეში ერთხელ ალერგიული რინიტის დროს განვითარებული სიმპტომების აღმოსაფხვრელად, მათ შორის პერიოდული და მუდმივი ალერგიული რინიტის და ჭინჭრის ციების.
უკუჩვენებები
წამლის ნივთიერება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
130276