შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა დესლორატადინი 0.5მგ-მლ.
ჩვენება: ალერგიული რინიტის დროს (ცხვირის გასავლების ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიით, როგორიცაა მაგალითად: თივის ცხელება ან ალერგია სახლის მტვერზე) ცემინების და ქავილის, ცხვირიდან გამონადენის, სასის ქავილის, თვალების სიწითლის ან თვალებიდან ცრემლდენის სიმპტომების მოსახსნელად; ჭინჭრის ციების დროს (ალერგიით გამოწვეული კანის პათოლოგია, რომელსაც თან ახლავს ქავილი, გამონაყარი და სიწითლე). დესლორატადინს გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს პაციენტის ნორმალურ დღიურ აქტივობასა და ძილს. მედიკამენტი განკუთვნილია 1-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის (12 წლის და ზემოთ ასაკის) და მოზრდილებისათვის, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია დესლორატადინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან ლორატადინის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის დროს, შესაძლო დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზები მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (12 წლის და მეტი ასაკის): 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ერთხელ დღეში.
ბავშვებში გამოყენება: რეკომენდებული დოზაა: 1-5 წლის ასაკის ბავშვები-2.5მლ შიგნით მისაღები ხსნარი ერთხელ დღეში. 6-11 წლის ასაკის ბავშვები-5მლ შიგნით მისაღები ხსნარი ერთხელ დღეში.
მიღების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა: მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. ხსნარის დოზის გადაყლაპვის შემდეგ საჭიროა მცირეოდენი წყლის მიყოლება.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.