შემადგენლობა: პიტნა, ქაფური, თიმოლი, სკიპიდარის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, მუსკატის ზეთი, ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამაღიზიანებელი მცენარეული წარმოშობის საშუალება. მიღების ჩვენება: მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომური თერაპია, რომლებსაც ახლავს სურდო, ცხვირის დაცობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის საფარის დაზიანებები, პრეპარატის გამოყენების ადგილზე კანის დაავადების არსებობა. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გათვალისწინებით, მოცემული ჯგუფისთვის მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის. გამოყენების მეთოდი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის! სურდოს ან ცხვირის დაცობისას მალამოს წასმა საჭიროა ცხვირის კანზე; კუნთების, ზურგის ტკივილისას მალამო ისმევა მტკივნეულ ადგილზე. უკეთესი შედეგის მისაღწევად, საჭიროა მტკივნეული ადგილის თბილი საფენით დაფარვა. თავის ტკივილისას მალამო ისმევა საფეთქლის ადგილზე. შენახვის პირობები: ინახება 15-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადა: 3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.