ჩვენებები გამოყენებაზე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: დისცირკულატორული ენცეფალოპათია; ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი; ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობებისას შფოთვის სინდრომით; აბსტინენციური სინდრომი ალკოჰოლიზმის დროს ნერვოზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი მოშლილობების დომინირებით; გულის იშემიური დაავადება (შეტევების პროფილაქტიკა); მდგომარეობა ანტიფსიქოტური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის შემდეგ; ასთენიური მდგომარეობები, აგრეთვე ექსტრემალური ფაქტორებისა და დატვირთვების ზემოქმედებით სომატური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისთვის; ექსპტრემალური (სტრესული) ფაქტორების ზემოქმედება.
გამოყენების ჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა; ღვიძლის და/ან თირკმელების მწვავე უკმარისობა; ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები შიგნით, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში; საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღე-ღამეში თანდათანობთი მომატებით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. დღე-ღამის მაქსიმალური დოზაა 6 ტაბ/დღ. მკურნალობის ხანგრძლივობა - 2-8 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება.
გვერდითი მოქმედება გულისრევა, პირის სიმშრალე, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ქლორწყალბადის მჟავის ჰიპერსეკრეცია (НС1), დაბუჟება, კიდურებში ზეწოლის შეგრძნების წარმოშობა - „წინდის“ და „ხელთათმანის“ სიმპტომი, ლაქტაციის დაქვეითება (ზოგჯერ გამოიყენება როგორც სამკურნალო ეფექტი).