პროდუქტის შესახებ
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
გლუკოზამინის სულფატი (Glucosamine Sulphate)-500 მგ, ქონდროიტინის სულფატი (Chondroitin Sulfate) -100მგ, კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa extract )- 50 მგ, ბოსველიის ექსტრაქტი (Boswellia serrata extract)-50 მგ, მეთილსულფონილმეთანი (methylsulfonylmethane)-50მგ, კოლაგენი ტიპი II (Undenatured type ll Collagen)-40 მგ, ვიტამინი C (Vitamin C)-15 მგ, მანგანუმის სულფატი (Manganese Sulfate)-1,7 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი,რტიზი ტაბლეტის და არტიზი პლიუს კრემის ფარმაკოლოგიური მოქმედება: - აღადგენს დაზიანებულ ხრტილს, - ზრდის სახსრის მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. - სრულფასოვნად კვებავს სახსარსა და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. - მთლიანად ხსნის ტკივილს, ანთებას. ეფექტით უტოლდება ასას-ს მოქმედებას, იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. - მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომებზე! - იცავს სახსრებსა და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისაგან. - აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნოვთიერებების “მიტანას” უშუალოდ დაზიანების კერაში.
ჩვენებები: *სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ. სახსრების) *ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი *ქონდრომალაცია *მხრის სახსრის პერიართრიტი *მყესების და იოგების გადატანილი ტრავმების, სახსრებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდი *ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე პირები (სპორტსმენები) და 40 წელს ზევით ასაკი, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების საპროფილაქტიკოდ *მიოზიტი, მიალგია *იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა) *კარდიოლოგიაში: გულის სარქვლების დაზიანება *ოფთალმოლოგიაში: კერატომალაცია, თვალის დამჭერი იოგების სისუსტე
არტიზი ტაბლეტის დოზირება და გამოყენების წესი: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 2-3 თვის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას,არაუმეტეს 25•C ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30;
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტო
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
127592
ჯენერიკი
გლუკოზამინი+ქონდროიტინი+კოლაგენი+ბოსველიმაგნიუმი+ინდური ხურტკმელი+კურკუმა