ჩვენება: ნაწლავის ფლორა სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს ანტიბიოტიკური მკურნალობისა და მგზავრობის დროს ან როდესაც სხეულში იზრდება პათოგენების რაოდენობა. მიკროფლორის დისბალანსი ვლინდება ჭვალის, შებერილობის, დიარეისა და შეკრულობის ფორმით. პროდუქტი შეიცავს ბაქტერიული შტამების ფრთხილად შერჩეულ კომბინაციას ნაწლავის ფლორის შესავსებად.
მიღების წესი: ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი დღეში. 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 შეკვრა დღეში ერთხელ ან ორჯერ. მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 7-14 დღე. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე და დაავადების ეტიოლოგიაზე. მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად გაქრება. პაკეტი უნდა გახსნან, ჩაყარონ ფხვნილი ჭიქა რძეში ან წყალში და გახსენან. შესაძლებელია ფხვნილის შერევა საკვებშიც. თუ პაციენტი პარალელურად ღებულობს ანტიბიოტიკებს, პაკეტის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღებამდე 2-3 საათით ადრე ან მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. სასურველია, გამოყენება გაგრძელდეს ანტიბიოტიკით მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.
გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. პრეპარატს აქვს უკუჩვენება რძის პროდუქტების მიმართ ალერგიის მქონე ან ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბიფლორაკ ბენეს პაკეტის მიცემამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. საკვები დანამატი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე-15C-20C.