ენტენორმი პლუსი კაფსულა 220მგ #30
ენტენორმი პლუსი კაფსულა 220მგ #30

ენტენორმი პლუსი კაფსულა 220მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 2.4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: Bifidobacterium breve, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium animalis ssp lactis, Bifidobacterium animalis ssp longum, Bifidobacterium longum ssp infantis, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus paracasei, Lactobacillus delbrueckii ssp bulgaricus;

ჩვენება: გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზის დროს, მათ შორის, გამოწვეული არარაციონალური კვებით, სტრესული მდგომარეობებით, ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ; აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, მათ შორის მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის, დისპეპსიის, მეტეორიზმის დროს; აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ალერგიული რეაქციების გამოვლენის სიმძიმეს და სიხშირეს.

უკუჩვენება: ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში-ნახევარი კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს); 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს; 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში -1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე.

გამოშვების ფორმა: კაფსულები, 220 მგ.

შეფუთვა: 6 კაფსულა სტრიპში, 5 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება მაცივარში 2-8C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის
შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები
დოზა
220მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი