გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 10 მლ-იანი დასალევი ამპულები #20 1 ამპულა შეიცავს : გლუტოდინი (ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატი) -3 მგ არგინინის ასპარტატი -1 გ ჩვენებები:
ყველა იმ მდგომარეობის მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ ძირითადი ელემენტების ბალანსის აღდგენას, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში:
ასთენია, ფსიქოასთენია( გამოფიტვა, გადაღლა); ანორექსია; გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება(მეხსიერების დაქვეითება, გაფანტულობა); ზრდაში ჩამორჩენა; მალაბსორბციის სინდრომი; რეკოვალესცენციის პერიოდი; გადატანილი ინფექციური დაავადების შემდგომი პერიოდი; ოპერაციული ჩარევების შემდგომი პერიოდი; რეპარაციული პროცესების დაჩქარება; ოლიგოსპერმია, იმპოტენცია. დოზირება:
ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1 ამპულა 2 ჯერ დღეში, უმჯობესია 30 წთ-ით ადრე კვებამდე. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული ანორექსია და წონის მძიმე დეფიციტი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ამპულამდე დღეში.
მიღების წესი:
გამოვაცალკევოთ ერთი ამპულა მობრუნებით მოვაშოროთ ამპულის ზედა ყური შიგთავსი გადმოვასხათ ჭიქაში, ამპულაზე ხელის მსუბუქი მოჭერით. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ციპროჰეპტადინის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლის და თირკმლების მძიმე პათოლოგიების დროს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით, არ დაუშვათ გაყინვა.