საერთაშორისო დასახელება - bismuthate tripotassium dicitrate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის სამკურნალო საშუალებები შემადგენლობა თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ბისმუტის ტრიკალიუმ დიციტრატი – 304.6 მგ ბისმუტის ოქსიდზე Bი2O3 - 120 მგ გადათვლით.
ჩვენებები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, მათ შორის Helicobacter pylori- თან ასოცირებული. ქრონიკული გასტრიტი და გასტროდუოდენიტი გამწვავების ფაზაში, მათ შორის Helicobacter pylori - თან ასოცირებული. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს უპირატესად დიარეით. ფუნქციური დისპეფსია, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დავაადებებთან.
მიღების წესები და დოზები მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი 120 მგ დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და ღამით, ან 2 ტაბლეტი 120 მგ დღეში 2-ჯერ. 4-12 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 8 მგ/კგ/დღე გადათვლით. ბავშვის სხეულის მასაზე დამოკიდებულების მიხედვით ნიშნავენ 1-3 ტაბლეტს დღეში (შესაბამისად 1-3 მიღება დღეში). ამასთან სადღეღამისო დოზა მეტნაკლებად ახლოს უნდა იყოს გადათვლით დოზასთან (8 მგ/კგ/დღე). ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე 30 წუთით ადრე წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არის 4-8 კვირა. შემდეგი 8 კვირის განმავლობაში არ შეიძლება ბისმუტის შემცველი პრეპარატების მიღება. Helicobacter pylori - ის ერადიკაციისთვის მიზანშეწონილია დე-ნოლის მიღება სხვა ანტიბაქტერიულ საშულებებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა
გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, კუჭის მოქმედების გახშირება, ყაბზობა. ეს გამოვლინებები არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო და ატარებს დროებით ხასიათს. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი. მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას – ენცეფალოპათია, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ბისმუტის დაგროვებასთან.
უკუჩვენება თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, პრეპარატის ინივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები არ შეიძლება პრეპარატის მიღება 8 კვირაზე ხანგრძლივად. ასევე არ არის რეკომენდებული დადგენილი სადღეღამისო დოზების გადაჭარბება მოზარდებში და ბავშვებში. დე-ნოლით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ბისმუტის შემცველი სხვა პრეპარატების მიღება. კურსის დამთავრებისას რეკომენდირებული დოზებით მკურნალობისას აქტიური მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია სისხლის პლაზამში არ აჭარბებს 3-58 მკგ/ლ-ს, ხოლო ინტოქსიკაცია შეიმჩნევა მხოლოდ 100 მკგ/ლ კონცენტრაციის ზევით. დე-ნოლის მიღებისას ბისმუტის სულფიტის წარმოქმნის შედეგად შესაძლებლია განავლის გამუქება. ხანდახან აღინიშნება ენის უმნიშვნელო გამუქებაც.