პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული საწუწნი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, 5 მგ ბენზოკაინი. დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინი, მენთოლის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ჩვენებები: პირის ღრუს და ყელის ადგილობრივი, მსუბუქი ინფექციების დროებითი და სიმპტომური მკურნალობა: ყელის ტკივილი და გაღიზიანება, ხმის დაკარგვა.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: საჭიროების შმეთხვევაში ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ნელა. მედიკამენტის მიღებათა შორის პერიოდი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2 საათს. არ მიიღება დღეში 8 ტაბლეტზე მეტი. სიმპტომების გაუარესების ან 2 დღეზე მეტად გახანგრძლივების, მაღალი სიცხის, თავის ტკივილის, გულისრევის ან ღენიბინების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარადი მოწოდებულია ნელა პირის ღრუში გასაწუწნად. არ უნდა დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს.
გვერდითი მოვლენები: პირის ღრუს პიგმენტაცია, ენის შეფერვა, რომელიც ქრება თავისით და არ წარმოადგენს საფრთხეს, გემოს აღქმის უნარის დაქვეითება და ქვები კბილებში, პირის ღრუს ლორწოვანის, ენის წვერის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი, გამონაყარი კანზე, შეშუპება, პირის ირგვლივ მიდამოს ქავილი ან სიწითლე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ბენზილორი არ გამოიყენება ანტისეპტიკების შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად. ბენზოკაინი ურთიერთქმედებს ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან, სულფანილამიდებთან. ბენტირომიდის გამოყენებით დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარებამდე 3 დღით ადრე უნდა შეწყდეს ბენზილორით მკურნალობა.
განსაკუთრებული მითითებები: პაციენტებს, რომელთაც ახასიათებთ ეთერის ტიპის ანესთეტიკების, პარაამინობენზოის მჟავას, პარაბენების ან პარაფენილდიამინის აუტანლობა, შესაძლოა გამოუვლინდეთ ბენზოკაინის აუტანლობაც. ხანდაზმულები, რომელთაც აღენიშნებათ სერიოზული დაავადებები ან სისუსტე, მგრძნობიარენი არიან ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკური მოქმედებისადმი, საჭიროებენ მედიკამენტის უფრო დაბალ დოზებს. პრეპარატის მიღებამდე რისკისა და სარგებლის შეფასება საჭიროა შემდეგ სიტუაციებში: ნამკურნალები მიდამოს პირის ღრუს ინფექცია; ლორწოვანი გარსის სერიოზული ტრავმა, ბჟენების შეფერვა - ქლორჰექსიდინი იწვევს მუდმივი პიგმენტური ლაქების გაჩენას კბილის ბჟენზე. ქლორჰექსიდინით გამოწვეული კალკულოზისა და პიგმენტაციის შესამცირებლად საჭიროა პირის ღრუს ადექვატური ჰიგიენური დამუშავება სპეციალური, ქვების საწინააღმდეგო კბილის პასტით.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ბენზოკაინის სწრაფ შეწოვასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რაც მოიცავს ალერგიულ რეაქციებს, ასევე ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნებას, შეშუპებას, სიწითლეს პირის ღრუში და მის გარშემო. იშვიათად - მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან გაორება, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, აგზნებადობა, ძილიანობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობის შემცირება, გაძლიერებული ოფლიანობა, წნევის დაქვეითება ან გულის რითმის დარღვევა. ბავშვებში ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები - ბუტბუტი, ძილიანობა, მერყევი სიარული. მკურნალობა სიმპტომური, ოქსიგენოთერაპია, ინფუზური თერაპია და სათანადო ღონისძიებების გატარება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #20 საწუწნი ტაბლეტი ალუმინის ბლისტერზე.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124502
ჯენერიკი
ქლორჰექსიდინი+ბენზოკაინი