პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება: INOSINE
მოქმედი ნივთიერება: ინოზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება; გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ. ინოზინი ....... 200 მგ
ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპია, ქრონიკული კორონალური უკმარისობა და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სტენოკარდია, მიოკარდიტი, მიოკარდიოდისტროფია და გულის რევმატიული დაავადებები;
ღვიძლის დაავადებები:
მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (მათ შორის, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლით ან სამკურნალო საშუალებებით).
რიბოქსინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რადიაქტიური დასხივებით გამოწვეული ლეიკოპენიის პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება: რიბოქსინი ჩვეულებრივ ინიშნება პერორალურად ჭამამდე. დღეღამური დოზა შეადგენს 600 მგ-დან 2400 მგ-ს.
საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 600-800 მგ-ს (1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში). პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2-3 დღის განმავლობაში 2400 მგ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირიდან 1,5-3 თვემდე. თუ მორიგი დოზა გამოტოვებულ იქნა, პრეპარატის მიღებას აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზით. გამოყენება პედიატრიაში: მოზარდებში პრეპარატი ინიშნება 200-400 მგ 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს.
უკუჩვენებები: * რიბოქსინის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები: კარდიალური დარღვევები: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, რასაც შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ოფლიანობა. იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული/ანაფილაქსური რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსური შოკი.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ჰიპერურიკემია, პოდაგრას გამწვავება (მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას).
იმ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124407