ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20
ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20

ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 5 მგ დესლორატადინი. დამხმარე ნივთიერებები: ორჩანაცვლებული კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპერმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენ გლიკოლი, FDC ლურჯი
#2.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: ალერგიული რინიტით გამოწვეული სიმპტომები, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა, სასის ქავილი; ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებით გამოწვეული სიმპტომების, მათ შორის ქავილის და გამონაყარის მოსახსნელად. პრეპარატი ხნის სიმპტომებს მთელი დღე და არ აფერხებს ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და 12 წლის ასაკიდან ბავშვები: ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში. ტაბლეტი მიიღება წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად. ექიმი განსაზღვრავს ალერგიული რინიტის ტიპს და გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. ჭინჭრის ციების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში და შესაბამისად უნდა მოხდეს ექიმის მითითებების დაცვა. ალცეტინი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში. ალცეტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ. ალცეტინი სიფრთხილით მიიღება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სუნთქვის გართულება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი; ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, მოუსვენრობა მოძრაობის გაძლიერებით, გულის ფრიალი, გულისცემის აჩქარება, ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების გადახრები, ღვიძლის ანთება, თავბრუსხვევა, ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტიურობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, შებერილობა.

უკუჩვენებები: ალერგია დესლორატადინის, ლორატადინის ან ალცეტინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის, განსაკუთრებით კი საღებავის “ყვითელი მზის ჩასვლა FCF” მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ალცეტინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის ცნობილი. ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება, თუ დაქვეითებულია თირკმლის ფუნქცია. ალცეტინის მიღება შესაძლებელია კვებამდე და კვების შემდეგ. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს ამის შესახებ გახსენებისთანავე. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ალცეტინის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ეფექტები არ დაფიქსირებულა. ტაბლეტი არ მიიღება, თუ პაციენტი შენიშნავს ტაბლეტის ვიზუალურ ცვლილებას.

ორსულობა და ლაქტაცია: არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: რეკომენდირებული დოზების მიღებისას ალცეტინი არ იწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დაქვეითებას. თუმცა ძალიან იშვიათად აღინიშნება ძილიანობა, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი სერიოზული გვერდითი ეფექტები, თუმცა უნდა მიემართოს ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დესლორატადინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი