პროდუქტის შესახებ
ვიტაგამა D3 დუო არის ვიტამინო-მინერალური კომპლექსი, რომელიც შედგება 1.000 საერთაშორისო ერთეული D3 ვიტამინისგან (ქოლეკალციფეროლი) და 150მგ მაგნიუმისგან.
ვიტაგამა დუო შეიცავს D ვიტამინს და მაგნიუმს ორგანული ბისგლიცინატის სახით, რაც განსაკუთრებით ბიოხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე ის ადვილად მისაღებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის.
ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით ოპტიმალური მომარაგება მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინი და მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ფუნქციონირებაში და ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამასთანავე ის ხელს უწყობს გულის და სისხლძარღვთა მუსკულატურის ჯანმრთელ ფუნქციონირებას:
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის შემდეგი მიზეზების გამო:
•ორგანიზმმა მიიღოს მინერალები კალციუმი და ფოსფორი
•სისხლში შენარჩუნდეს კალციუმის საკმარისი დონე
•კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
მაგნიუმი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის შემდეგი მიზეზების გამო:
•ნივთერებათა ცვლის პროცესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის
•ელექტროლიტების თანაბარი დონის შესანარჩუნებლად
•კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
როგორიცაა მაგ.: გულის კუნთი
D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში, შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან. ამისათვის საჭიროა საკმარისი მზის აბაზანების მირება, რაც გერმანიაში მხოლოდ აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი.
მაგნიუმი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვების სახით, ანუ უნდა მიიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ცერეცო (ფენხელი), ბროკოლი და მთელი მარცვლეულის საკვები, თუმცა კერძის მომზადებისას მაგნიუმის შემცველობის დონე პროდუქტში მცირდება.
ჩვენებები:
D ვიტამინი და მაგნიუმი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით და მაგნიუმით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის და მაგნიუმის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს, რაც ვერ უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს შესაბამისი რაოდენობის D ვიტამინის, რაც თავის მხრივ აფერხებს მაგნიუმის ბიოწვდომას.
მოხმარების წესი :
იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით და მაგნიუმით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. ვიტაგამას რეგულარული მოხმარებით, თქვენ ხანგრძლივად უზრუნველყობთ თქვენს ორგანიზმს D ვიტამინითა და მაგნიუმით.
დღეში ერთი ტაბლეტი ვიტაგამა D3 დოუ მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.
შემადგენლობა: მაგნიუმის ბისგლიცინატი, შემავსებელი ნივთიერება: (მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი), მაგნიუმის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, სტაბილიზატორი (ცელულოზა - ფხვნილი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი), სტაბილიზატორი (ცხიმოვანი მჟავის მაგნიუმის მარილი, სილიციუმის ოქსიდი, ტალკი), ემულგატორი (პოლიეთილენის გლიკოლი), ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლის შემცველი ექსტრაქტი), საღებავი (კალციუმის კარბონატი, რკინის ოქსიდი და რკინის ჰიდროქსიდი), მყარი პალმის ზეთი, სტაბილიზატორი (Gummi arabicum), სახაროზა, სიმინდის სახამებელი, ტრიგლიცერიდი, ანტიოქსიდანტი (ალფა-ტოკოფეროლი), D3 ვიტამინი
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე
- კონსერვანტების გარეშე
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124316
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/+მაგნიუმი