ჰერბიონი ფურისულა+ბეგქონდარა სიროფი 150მლ ფლაკონი #1
ჰერბიონი ფურისულა+ბეგქონდარა სიროფი 150მლ ფლაკონი #1

ჰერბიონი ფურისულა+ბეგქონდარა სიროფი 150მლ ფლაკონი #1

სლოვენია

კრკა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

სავაჭრო დასახელება: ჰერბიონი® ფურისულას სიროფი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
სამკურნალო ფორმა: სიროფი.
შემადგენლობა:სიროფის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
ფურისულას (Primula veris L. და/ან Primula elator (L.) Hill) ფესვის და ბაღის ქონდარას (Thymus vulgaris L. და/ანThymus zygis L.) ბალახის ნარევის თხევადი წყლიანი ექსტრაქტი 3, 08 გ (0,22 გ - 0,51 გ ფურისულას ფესვის და 0,62 გ ბაღის ქონდარას ბალახის ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: ლევომენთოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (8,75გ), საქაროზას (3,16გ).
აღწერილობა: ყავისფერი სიროფი, დამახასიათებელი სუნით და გემოთი. დასაშვებია მცენარეული წარმოშობის სუბსტანციებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელო ნალექის არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ამოსახველებელი და მუკოლიტური მცენარეული საშუალება.
გამოყენების ჩვენება
ფურისულას სიროფი ჰერბიონი – მცენარეული წარმოშობის სამკურნალო პრეპარატი, რეკომენდირებული ნახველის ამოღების გასაადვილებლად შემდეგ შემთხვევებში:
- რესპირატორული ანთებითი დაავადებები (ბრონქიტები, ფარინგიტები), რომელთაც თან ახლავს სქელი ბრონქიალური სეკრეტის გაძნელებული ამოღება;
- გაციების დაავადებები და გრიპი, რომელთაც თან ახლავთ ხველა.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებმა და 16 წელზე ზევით ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 2 საზომი კოვზი სიროფი 3-4 ჯერ დღეში.
ბავშვები 4-დან 10 წლამდე –1 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
ბავშვები 10-დან 16 წლამდე – 1-2 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
სიროფით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის სითხის და თბილი სასმელების მიღება.
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება 4 წელზე ქვევით ასაკის ბავშვებში არ არსებობს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
სიროფი არ არის რეკომენდირებული გასტრიტების და კუჭის წყლულის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებზე არ არსებობს. არ არსებობს შეტყობინებები საკვების გავლენის შესახებ პრეპარატის მოქმედებაზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ორსული და მეძუძური დედებისათვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
ფურისულა+ბეგქონდარა
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი