საერთაშორისო დასახელება - PROPAFENONE კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიარითმიული საშუალება. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც. 1 ტაბ. პროპაფენონის ჰიდროქლორიდი .......... 150 მგ
ჩვენებები: პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიების პროფილაქტიკა და მკურნალობა, გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები, წინაგულების თრთოლვა ან ციმციმი, ვოლფპარკინსონ-უაიტის სინდომი, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და საჭიროებს კორექციას. პერორალურად მიღებისას პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 450 მგ 3 მიღებაზე დღეში. 3-4 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის მომატება 675 მგ-მდე ან 900 მგ-მდე დღეში. ტაბლეტებს იღებენ ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დოზის ცვლილება დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობაზე და არა პლაზმაში მის კონცენტრაციაზე. მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების მონიტორინგი.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მწარე გემო და დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, ანორექსია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება, სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. პრეპარატის მაღალ დოზებში მიღებისას ვითარდება ორთოსტატული ჰიპოტენზია. ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები. იშვიათად აღინიშნება კანზე გამონაყარი, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ოლიგოსპერმია, არითმოგენული ეფექტი.
უკუჩვენებები: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; * გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები; * კარდიოგენული შოკი (არითმიით გამოწვეულის გარდა); * მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია; * სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევის თანხლებით მიმდინარე პროცესები; * სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; * ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა; * ფილტვების მძიმე ობსტრუქციული დაავადებები; * მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია; * მიასთენია; * ორსულობა; * ბავშვთა ასაკში.
ორსულობა და ლაქტაცია: * ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.