ფარმაკოლოგიური თვისებები: ბისოპროლოლი წარმოადგენს ბეტა-ბლოკატორს, რამელსაც უკავია შუალედური მდგომარეობა ლიპოფილურ-ჰიდროფილური თვისებების მიმართ. ბისოპროლოლს გააჩნია შერჩევითობა ბეტა-1- ადრენერგიული რეცეპტორების (კარდიოსელექციურობა) მიმართ შინაგანი სიმპატომიმეტური აქტიურობის და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებების გარეშე. სიმპატური სისტემის ტონუსის მიხედვით ბისეპროლოლი ამცირებს გულის კუმშვადობის სიხშირეს და ძალას, ანელებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს თირკმელების მიერ რენინის გამოყოფას. პრეპარატი თრგუნავს ბეტა-2-ადრენობლოკატორების რეცეპტორების აქტივობას, რის გამოც უმნიშვნელოდ მცირდება გლუვი მუსკულატურის ტონუსი. რადგანაც პრეპარატის გამოყოფის ნახევარ პერიოდი უდრის 10-12 საათს, მისი მოქმედება შენარჩუნებულია 1 საათის განმავლობაში.ჩვენება: -ესენციალური ჰიპერტენზია; -გულის იშემიური დაავადება/ დაძაბვის სტენოკარდია.დოზირება და მიღების წესი: დასაწყისში პრეპარატის დოზირება უნდა იქნას დაბალი და გაიზარდოს თანდათანობით. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარაი ინიშნება ინდივიდუალურად პულსის სიხშირის და თერაპიული ეფექტის შესაბამისად.შენახვის პირობები: არა უმეტეს 25 0 ჩ. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.