ბისოგამა ტაბლეტი  5მგ #30

ბისოგამა ტაბლეტი 5მგ #30

რუმინეთი

მაგისტრა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ბისოპროლოლის ჰემიფუმარატი 5მგ; დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი, საღებავი რკინის (III) ყვითელი ოქსიდი E172, ჰიპრომელოზა (HPMC).

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების მიმართ, შოკი (მათ შორის კარდიოგენური), კოლაფსი, ფილტვების შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, II-III-ე ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური (AV) ბლოკადა, სინო-ატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული ბრადიკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია, კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა <100მმ ვწყ.სვ, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს); ბრონქული ასთმის მძიმე ფორმები და სასუნთქი გზების სხვა ობსტრუქციული დაავადებები; მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების თანმხლები მიღება (მაო-B-ს გარდა), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიები, რეინოს დაავადება, ფეოქრომოციტომა (ალფა-ადრენობლოკატორების თანმხლები გამოყენების გარეშე), მეტაბოლური აციდოზი, დეპრესია, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს ნაყოფსა და ბავშვებში.

მიღების წესი და დოზები: მიიღება 5მგ ერთჯერადად შიგნით (პერორალურად), დილით უზმოზე, დაღეჭვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 10მგ-მდე, რომელიც მიიღება დღეში ერთჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა არის 20მგ. ისეთ პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია და კრეატინინის კლირენსი შეადგენს <20მლ-წთ-ს ან აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები მაქსიმალური დღიური დოზა არის 10მგ. ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

გვერდითი მოვლენები: სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა ან მეხსიერების დროებით დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, თვალების სიმშრალე და ტკივილი, კონიუნქტივიტი; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა ან ფაღარათი, გემოს შეცვლა; ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცმეული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.გამოშვების ფორმა: აპკით დაფარული ტაბლეტები 5მგ. 10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ან ალუმინის ფოლგის ბლისტერში; მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: სია ბ. ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 4 წელი. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N?3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მაგისტრა
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ბისოპროლოლი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი