ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას. გვირილა განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო, ხოლო შმაგა _ სპაზმოლიზურ ეფექტს. ცხენისწაბლას შემცველობის გამო ჰემოროლი ამცირებს კაპილარების კედლის განვლადობას, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას.
ჩვენებები: ბუასილი, ანალური ხვრელის გახანგრძლივებული ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, ვენური სისხლძარღვების კედლის დაზიანება, შეგუბება ანალური ხვრელის მიდამოში ტკივილის სინდრომით, სწორი ნაწლავის ლორწოვანის გარსის გაღიზიანება და ნახეთქები. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამედიცინო გამოკვლევის, მაგალითად, რექტოსკოპიის შემდეგ.
გაფრთხილება: დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან მის გალღობამდე (დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში). ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ჰემოროლი არ იწვევს ფსიქომოტორულ მოდუნებას და არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება: რექტალური სანთლები. მოზრდილებში: 1 სანთელი ღამით. მძიმე შემთხვევაში: 2-3 სანთელი დღის განმავლობაში. ბავშვებში 6 წლის ზემოთ: 1 სანთელი ღამით.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქცების განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.