ცინკოროტი ტაბლეტი 25მგ #20

ცინკოროტი ტაბლეტი 25მგ #20

გერმანია

მაუერმან არცნეიმიტელ
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - zinc orotate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → მინერალური ნივთიერებები → მიკროელემენტები

რას წარმოადგენს ცინკოროტი® 25 ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?
ცინკოროტი® 25 ტაბლეტები არის თუთიის შემცველელი პრეპარატი, გამოიყენება თუთიის ნაკლებობის დროს, როდესაც დეფიციტის შევსება ვერ ხერხდება საკვების საშუალებით.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებამდე?
ცინკოროტი® 25 ტაბლეტები არ გამოიყენება:
თუ თქვენ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიულობა) ცინკოროტატის® 2H2O-ს ან ცინკოროტი® 25 ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალ რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში.

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
თუთიის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სპილენძზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება.

ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღების წესი
მიიღეთ ცინკოროტი® 25 ტაბლეტები ყოველთვის ფურცელჩანართში მოცემული მითითებების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ დაიცვათ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღების წესი, სხვა შემთხვევაში მედიკამენტი არ იმოქმედებს!
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ დოზას, მაშინ რეკომენდირებული ჩვეული დოზაა 1/2 ან 1 ტაბლეტი დღეში.

გამოყენების ფორმა
ტაბლეტი უნდა მიიღოთ კვების შემდეგ საკმაო დროის გასვლის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული შედეგების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს!
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების ზემოქმედება ძლიერი ან პირიქით სუსტია.

თუ თქვენ მიიღეთ ზედმეტი რაოდენობით ცინკოროტი® 25 ტაბლეტები:
ორალურად მრავალჯერადი დოზის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტალის გემოს შეგრძნება ენაზე, თავის ტკივილები ან დაღლილობა, რაც მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთანავე სწრაფად ქრება.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მიღება უნდა განაგრძოთ დანიშნული დოზის მიხედვით.
თუ გსურთ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღების შეწყვეტა:
მედიკამენტით მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის ან მისი დასრულებისათვის არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება. გარანტირებული თერაპიული შედეგის შენარჩუნების მიზნით, პრეპარატის მიღების შეწყვეტის ან მკურნალობის დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს რეკმენდაციისათვის.
მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ცინკოროტი® 25 ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყოველ პაციენტში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავთა დაავადებები
ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგ. მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და კუჭის გაღიზიანება. ეს ჩივილები აღინიშნება უმეტესად მკურნალობის დაწყების მომენტში და ხშირად პრეპარატის უზმოზე მიღებისას.
ასეთ შემთხვევაში გამონაკლისის სახით პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის დროს, მაგრამ არა მცენარეულ საკვებთან ერთად
თუთიის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის ნაკლებობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მაუერმან არცნეიმიტელ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
თუთიის ოროტატი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი