ოპტინოლი ალერჯი ექტოინით წვეთები თვალის 2% 10მლ ფლაკონი #1
ოპტინოლი ალერჯი ექტოინით წვეთები თვალის 2% 10მლ ფლაკონი #1

ოპტინოლი ალერჯი ექტოინით წვეთები თვალის 2% 10მლ ფლაკონი #1

ხორვატია

იადრან-გალენსკი
პროდუქტის შესახებ
ოპტინოლი ალერჯი
2% ექტოინი
სამედიცინო მოწყობილობის დასახელება: ოპტინოლი ალერჯი-თვალის წვეთები, 10მლ

შემადგენლობა: ექტოინი-2,00%; ჰიდროქსიეთილცელულოზა-0,35%; ნატრიუმის ქლორიდი-0,35%; ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი-0,29%; ლიმონმჟავა უწყლო (1M ხსნარი) pH 7,4-მდე; გამოხდილი წყალი-100,0%-მდე; არ შეიცავს კონსერვანტებს.

დანიშნულება: ოპტინოლი-დაცვა ალერგენებისგან წარმოადგენს სტერილურ, იზოტონურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ექტოინს-უჯრედების დამცავ ბუნებრივ მოლეკულას და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედებით.
ექტიონს, გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების გავლენისგან უჯრედების დასაცავად, გამომუშავებს სხვადასხვა ექსტრემოფილური მიკროორგანიზმი უჯრედგარეთა სივრცეში მარილების კონცენტრაციის მატების, ასევე გარემო ფაქტორების სხვა ცვლილებების საპასუხოდ.
წყლის მოლეკულებთან დიდი მიზიდულობის (ჰიდროფილურობა) წყალობით, ექტოინი მტკიცე კავშირებს ქმნის მასთან, რის შედეგადაც ყალიბდება დამცავი და მასტაბილიზებელი გარსი კონიუნქტივის ზედაპირზე, რომელსაც ექტოინის ჰიდროკომპლექსს უწოდებენ. იგი იცავს კონიუნქტივის ზედაპირს გაუწყლოვნებისგან წყლის დაგროვების წყალობით. მასტაბილიზებელი გავლენის წყალობით ექტოინის ჰიდროკომპლექსი იცავს კონიუნქტივის ზედაპირს გარემოს აგრესიული ფაქტორებით (როგორიცაა დეჰიდრატაცია ან ალერგენები) განპირობებული ანთებითი რეაქციებისგან.

გამოყენების ჩვენებები და სამედიცინო მოწყობილობის დანიშნულება: ოფთალმოლოგია: ოპტინოლი ალერჯი გამოიყენება ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომების კუპირებისა და პროფილაქტიკის მიზნით, რადგან ეფექტურად ხსნის თვალების ქავილს, ანთებას და ცრემლდენას. ოპტინოლი ალერჯი იცავს თვალებს ალერგენების დამაზიანებელი გავლენისგან და ხელს უწყობს გაღიზიანებული და მრძნობიარე კონიუნქტივის აღდგენას. ოპტინოლი ალერჯი ეფექტურია კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ლინზების მოხსნის გარეშე. ოპტინოლი ალერჯი გამოიყენება თვალების მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები: ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

სიფრთხილის ზომები და შეზღუდვები სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების დროს: ოპტინოლი ალერჯის გამოყენება დასაშვებია თვალებზე ქირურგიული ჩარევისა და ტრავმების შემდგომ პერიოდში, ექიმთან კონსულტაციის შედეგად. სამედიცინო მოწყობილობა არ გამოიყენება ექტიონისადმი ან მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში. ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში მისი გამოყენება უნდა შეწყდეს. ჰიგიენური თვალსაზრისით, ყოველი სამედიცინო მოწყობილობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ. არ არის ინფორმაცია ოპტინოლ ალერჯის ურთიერთქმედების შესახებ სხვა ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებთან, ხსნარების, სუსპენზიების, მალამოების ან გელების სახით წარმოდგენილ სამედიცინო მოწყობილობებთან კომბინირების შემთხვევაში. არ შეიძლება საზიანებული ფლაკონის გამოყენება. ოპტინოლ ალერჯისთან ერთად სხვა ოფთალმოლოგიური მედიკამენტების, ასევე ხსნარების, სუსპენზიების, მალამოების ან გელების სახით წარმოდგენილი სამედიცინო მოწყობილობების მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართპს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ოპტინოლ ალერჯის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან, თუ პაციენტი არის: ორსული ან ლაქტაციის პერიოდში; არსებობს ეჭვი ორსულობის შესახებ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 3 თვის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა მითითებულია ფლაკონის მარკირებასა და მუყაოს კოლოფზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება 2C-დან 25C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების წესი: ბავშვებში 2 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1-2 წვეთი თითოეულ თვალში რამდენჯერმე დღეში, თუ ექიმი სხვაგვარად არ ურჩევს პაციენტს.
10 წლამდე ასაკის ბავშვებსა და იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად თვალის წვეთების გამოყენება, აუცილებლად უნდა გაეწიოთ დახმარება ოპტინოლ ალერჯის გამოყენების დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იადრან-გალენსკი
ქვეყანა
ხორვატია
ჯენერიკი
ექტოინი
დოზა
2%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი