მეროპენემი ანფარმა ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1
მეროპენემი ანფარმა ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

მეროპენემი ანფარმა ი/ვ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

საბერძნეთი

ანფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Meropenum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარბაპენემების ჯგუფი

ქიმიური დასახელება: (-)-(4R,5S,6S)-3-[[(3S,5S)-5-(დიმეთილკარბამოლი)-3-პიროლიდინილი]თიო]-6-[(1R)-1-ჰიდროქსიეთილი]-4-მეთილ-7-ოქსო-1-აზაბიციკლო[3,2,0]გეპტ-2-ენ-2-კარბოქსილის მჟავის ტრიჰიდრატი

აქტიური ინგრედიენტები:
მეროპენემი ტრიჰიდრატი 570 მგ; 1140 მგ
ეკვივალენტური მეროპენემი უწყლო 500 მგ; 1000 მგ
დამხმარე ინგრედიენტები:
ნატრიუმი კარბონატი უწყლო 104 მგ; 208 მგ

გამოყენების ჩვენებები
მეროპენემი ვენაში შეყვანისათვის გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეროპენემის მიმართ ერთი ან რამოდენიმე მგრძნობიარე გამომწვევით:
- პნევმონიები, მათ შორის ჰოსპიტალური;
- საშარდე სისტემას ინფექციები;
- მუცლის ღრუს ინფექციები;
- გინეკოლოგიური ინფექციები. როგორიცაა; ენდომეტრიტი და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები;
- კანისა და მისი სტრუქტურების ინფექციები;
- მენინგიტი;
- სეპტიცემია;
- ემპირიული მკურნალობა მონოთერაპიის სახით ან ანტივირუსული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების კომბინაციის სახით მოზრდილ პაციენტებში ფერბილური ნეიტროპენიის სიმპტომების ინფექციაზე ეჭვისას. მერონემმა ეფექტურობა გამოავლინა მონოთერაპიის სახით ან სხვა
ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში პოლიმიკრობული ინფექციების მკურნალობისას.
პრეპარატის გამოიყენების გამოცდილება პედიატრიულ პრაქტიკაში ნეიტროპენიის ან პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზები მოზარდები
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ინფექციის ტიპისა და სიმძიმის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
რეკომენდირებულია დღეღამის შემდეგი დოზები:
500 მგ ვენაში ყოველ 8 საათში პნევმონიის, საშარდე გზების, გინეკოლოგიური ინფექციების, როგორიცაა ენდომეტრიტი, კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციების, მკურნალობისას.
1 გ ვენაში ყოველ 8 საათში ჰოსპიტალური პნევმონიების, პერიტონიტის მკურნალობისას ავადმყოფებში ნეიტროპენიის სიმპტომებით, ბაქტერიულ ინფექციაზე და აგრეთვე სეპტიცემიის ეჭვის დროს. მენინგიტის მკურნალობის დროს რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2გ ყოველ 8 საათში.
ბავშვებისათვის 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდირებული დოზა ვენაში შეყვანისათვის შეადგენს 10-20 მგ/კგ ყოველ 8 საათში ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ბავშვებში, რომელთა წონა 50 კგ-ზე მეტია გამოყენებულ უნდა იქნას მოზრდილების დოზა.
მენინგიტის შემთხვევაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 40 მგ/კგ ყოველ 8 საათში.
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით.
დღეღამის
მერონემი ვენაში გამოყენებისათვის შეიძლება შეყვანილ იქნას ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წთ-ის განმავლობაში, ან ვენაში ინფუზიის სახით 15-30 წთ-ის განმავლობაში, განაზავებისათვის შესაბამისი საინფუზიო სითხის გამოყენებით.
მერონემი ვენაში ბოლუსური ინექციისათვის უნდა განზავდეს ინექციებისათვის გათვალისწინებული სტერილური წყლით (5 მლ 250 მგ მეროპონემზე), ამასთან ხსნარის კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 50 მგ/მლ-ს. მიღებული ხსნარი წარმოადგენს გამჭირვალე უფერულ ან ღია-ყვითელი ფერის სითხეს. მერონემი ვენაში ინფუზიებისათვის შეიძლება გაზავებულ იქნას შეთავსებადი საინფუზიო სითხით (50-დან 200 მლ-მდე).
მერონემი არ შეიძლება შერეული ან დამატებული იქნას სხვა პრეპარატებთან.

გვერდითი ეფექტები
სერიუზული არასასურველი რეაქციები იშვიათია. ძირითადათ ვლინდება შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ადგილობრივი რეაქციები: ანთება, ტრომბოფლებიტი, შეყვანის ადგილას ტკივილი.
სისტემური ალერგიული რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას სისტემური ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
მერონემის შეყვანის შემდეგ. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს ანგიონევროზული შეშუპების და ანაფილაქსიის სახით.
კანის რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. იშვიათ შემთხვევაში შეინიშნება კანის სერიუზული რეაქციები, როგორიცაა: მრავალფორმიანი (ექსუდატიური) ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
კუჭ-ნაწლავის: მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი. გამოვლენილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევებიც.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ანფარმა
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
მეროპენემი
დოზა
1000მგ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი