კორაქსანი ტაბლეტი 7.5მგ #56

კორაქსანი ტაბლეტი 7.5მგ #56

საფრანგეთი

სერვიე
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ივაბრადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიანგინალური საშუალებები; კორონალური სისხლისმიმოქცევაზე მოქმედი პრეპარატები


ჩვენებები: კორაქსანი ეს არის საგულე პრაპარატი, რომელიც გამოიყენება სტაბილური სტენოკარდიის დროს. ის გამოიყენება მაშინ როდესაც შეუძლებელია ბეტა ბლოკატორების მიღება (ისეთი როგორიცაა ატენოლოლი, პროპანოლოლი, მეტოპროლოლი და მსგავსი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გშს-ს (გულის შეკუმშვათა სიხშირის) დარღვევის სამკურნალოდ). სტაბილური სტენოკარდიის მონაცემები: სტაბილური სტენოკარდია ეს არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გული ვეღარ ღებულობს ჟანაგბადის საკმარის რაოდენობას. ძირითადად ვითარდება 40-50 წლის ასაკში. სტენოკარდიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია – ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში. სტენოკარდიას უმეტესად ადგილი აქვს მაშინ, როდესაც იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, ანუ ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური განცდებისას, სიცივეში ან ჭამის შემდეგ. ადამიანებში, რომელთაც აწუხებთ სტენოკარდია, გულისცემის რითმის გახშირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში.

მიღების წესები და დოზები
კორაქსანის მიღებისას საჭიროა ექიმის დანიშნულების დაცვა. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ დღეში 2-ჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 7.5მგ-მდე, დღეში 2-ჯერ.
მკურნალი ექმი წყვეტს თუ რომელი დოზიდან უნდა დაიწყოს მკურნალობა. მიღების ჩვეულებრივი რეჟიმია: ერთი ტაბლეტი დილას და საღამოს. ზოგიერთ შემთხვევებში (მაგ. ხანდაზმულ პაციენტებში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს განახევრებული დოზა, ანუ 5მგ კორაქსანის ნახევარი ტაბლეტი (რაც შეესაბამება 2,5მგ ივაბრადინს) დილას და 5მგ კორაქსანის ნახევარი ტაბლეტი საღამოს. კორაქსანი მიიიღება ჭამის დროს.
თუ პაციენტი ფიქრობს რომ კორაქსანი ავლენს ზედმეტად ძლიერ ან სუსტ მოქმედებას საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. კორაქსანი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე.
კორაქსანის მიღების გამორჩენისას
თუ პაციენტს დაავიწყდა კორაქსანის მიღება, შემდეგი დოზა უნდა მიიღოს ჩეულებრივ დროს. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ მომდევნოს გაორმაგება დაუშვებელია.
ბლისტერზე, რომელშიც შეფუთულია ტაბლეტები დაბეჭდილია კალენდარი, რომელიც ეხმარება პაციენტს დაიმახსოვროს, თუ როდის მიიღო კორაქსანი ბოლოს.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ივაბრადინის ან კორაქსანის სხვა ნებისმიერ ინგრედიენტზე;
- გულისცემის სიხშირე მკურნალობის დაწყებისას მოსვენების მდგომარებაში ნაკლებია 60 დარტყმაზე/წუთში.
- კარდიოგენური შოკი, მდგომარეობა რომლის დროს აუცილებელია სტაციონარში მკურნალობა;
- გულისცემის რითმის დარღვევა;
- გულის შეტევა;
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
- არასტაბილური სტენოკარდია (მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ძალაინ ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში დატვირთვისას ან მის გარეშე)
- გულის მწვავე უკმარისობა (გულის მუშაობის ნორმალური რითმის დარღვევისას);
- თუ პაციენტს დაყენებული აქვს ელექტროკარდიოსტიმულატორი;
- ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ პაციენტი იღებს სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს (კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი), მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს (ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, ან ერითრომიცინი პერორალურად), აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ნელფინავირი, რიტონავირი) ან ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) (იხ. განყოფილება ურთიერთქმედება)
- ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვისას კორაქსანის მიღება არ შეიძლება

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებულ ივადის ამოწურვის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ივაბრადინი
დოზა
7.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი