პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ivabradin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
დოზირება 5 მგ
მოქმედი ნივთიერება: ივაბრადინი - 5 მგ (5,863 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის სახით);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მანიტოლი (E421), მალტოდექსტრინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ოპადრაი 200F240001 ვარდისფერი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტალკი (E553ბ); ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი /PEG 3350 (E1521), მეტაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (Е500(იი)).
დოზირება 7,5 მგ
მოქმედი ნივთიერება: ივაბრადინი - 7,5 მგ (8,795 მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის სახით);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მანიტოლი (E421), მალტოდექსტრინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ოპადრაი 200F240001 ვარდისფერი: პოლივინილის სპირტი (E1203), ტალკი (E553ბ), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი /PEG 3350 (E1521), მეტაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (Е500(იი)).
აღწერა
დოზირება 5 მგ
ღია-ნარინჯისფერი, ოვალური, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, V-ფორმის ორი ჭდით გასაყოფად გვერდებზე, ერთ მხარეს გრავირება “СК3”, მეორე მხარე გრავირების გარეშე. ზომები: ა 8,6 მმ х 4,5 მმ.
დოზირება 7,5 მგ
ღია-ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირება “СК4”, მეორე მხარეს გრავირების გარეშე. დიამეტრი: ა 6 მმ.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერ, ანუ ერთი დილით და ერთი საღამოს ჭამის დროს.
დოზები
რეკომენდებულია, რომ გადაწყვეტილება მკურნალობის დაწყების ან დოზების ტიტრაციის შესახებ მიღებული იქნას გულის შეკუმშვათა სიხშირის რეგულარული გაზომვის, ეკგ-ს ჩატარების ან 24-საათიანი ამბულატორიული მონიტორინგის განხორციელების დროს.
პრეპარატ რაენომის® საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში ორჯერ 75 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში. მკურნალობის 3-4 კვირის შემდეგ, თუ პაციენტს ჯერ კიდევ აღენიშნება სტაბილური სტენოკარდიის კლინიკური გამოვლინებები, საწყისი დოზის კარგი ამტანობის და გშს შენარჩუნებისას მოსვენებულ მდგომარეობაში სტაბილურად 60 დარტყმა/წუთში, დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 2,5 მგ-ს ორჯერ დღეში ან 5 მგ-ს ორჯერ დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს ორჯერ დღეში.
თუ თერაპიის დაწყებიდან სტენოკარდიის სიმპტომები ნარჩუნდება 3 თვის განმავლობაში, პრეპარატ რაენომით® მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გარდა ამისა, განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატ რაენომით® მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უმნიშვნელო სიმპტომური პასუხის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში მოსვენებულ მდგმარეობაში გშს კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების არარსებობის ფონზე.
თუ მკურნალობის დროს გშს მოსვენებულ მდგომარეობაში მცირდება 50 დარტყმა/წუთში ნაკლებ მნიშვნელობამდე ან პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები, (როგორიცაა თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია), დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე 2,5 მგ ორჯერ დღეში (5 მგ-ანი 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში). დოზის შემცირების შემდეგ საჭიროა გშს-ს კონტროლის გაგრძელება (იხ. ნაწილი “სიფრთხილის ზომები”). თუ დოზის შემცირების მიუხედავად გშს რჩება 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები, მკურნალობა პრეპარატ რაენომით® უნდა შეწყდეს.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას მხოლოდ პაციენტებში გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობით. რეკომენდებულია, რომ მკურნალ ექიმს გააჩნდეს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის გამოცდილება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
131056