ჩვენებები: მეორადი ინსულტის ძირითადი პროფილაქტიკა, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა, მათ შორის წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში. გულ-სისხძარღვთა მოვლენების შემცირება.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება დღეში ერთხელ. იშემიური მოვლენების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი ან ანამნეზში აქვთ პერიფერიული არტერიების დაავადება: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. იშემიური მოვლენების მოხსნა პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით შთ სეგმენტის აწევის გარეშე, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი და ასევე პაციენტებში, რომელთაც ჩატარებული ჰქონდათ სტენტირება: მკურნალობა იწყება 300 მგ-ით ერთჯერადად, შემანარჩუნებელი მკურნალობა - 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. იშემიური მოვლენების კუპირება პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით შთ სეგმენტის აწევით - მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი - და ასევე პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ თრომბოლიზური მკურნალობა: საწყისი დოზაა 300 მგ ერთჯერადად. შემანარჩუნებელი - 1 ტაბლეტი (75 მგ) ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები: კლოპიდოგრელს ასპირინისგან განსხვავებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 75 მგ #28 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.