პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: Ammonium sulfoichthyolicum
სამკურნალო თვისებები: ახდენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ გამაუტკივარებელ, კერატოპლასტიურ (უზრუნველყოფს ეპითელიზაციას, ქსოვილის რეგენერაციას) და რამდენადმე ანტისეპტიურ მოქმედებას, დიდი კონცენტრაციით – კერატოლიტურ მოქმედებას. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: გამოდის: იხთიოლის მალამოს 10% და 20% სახით 25 გ; 1,0 და 2,0% იხთიოლის ხსნარის სახით; იხთიოლის 0,2გ რექტალური სანთლების სახით. იხთიოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ორგანულად დაკავშირებულ გოგირდს თიოფენის ჰომოლოგის სახით. ჩვენებები: იხთიოლი გამოიყენება ადგილობრივად:
კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (ფურუნკულოზი, დამწვრობა, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი ქარისმიერი ანთება და სხვა). იხთიოლი ინიშნება 5–30% იხთიოლის მმალამოს ან აბაზანების სახით (10–30% წყალ–სპირტიანი ხსნარი);
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს (პარამეტრიტი, მეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, პროსტატი) გამოიყენება იხთიოლის სანთლები (0,1–0,2გ) და ტამპონები, 10% იხთიოლის ხსნარში დასველებული.
გამოყენების წესები: იხთიოლი გამოიყენება 10–20% იხთიოლის მალამოს, 10–30% წყლიან–სპირტიანი ხსნარის აბაზანებისთვის, სანთელი და 10% იხთიოლის ხსნარი გლიცერინით ტამპონების დასასველებლად ან როგორც დამატება გათქვეფილ მიქსტურაზე. სანთლები იხთიოლით – ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინიშნება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. 1–5% გათქვეფილი ნარევი იხთიოლით კარგად აწყნარებს ზედაპირილ ანთებით პროცესს და ამცირებს სუბიექტურ უსიამოვნო შეგრძნებას. მალამო იხთიოლით გამოიყენება სტაციონარულ პირობებში , როგორც რედუციული საშუალება და ფსორიაზის რეგრესიულ სტადიაში. მალამო იწვევს კანის სისხლძარღვების რეფლექტორულ გაფართოებას. წარმოქმნილი აქტიური ჰიპერემია განაპირობებს ინფილტრატის გაწოვას და ამით ქრონიკული ანთბითი პროცესის ჩაცხრომას. 1–2% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება აბაზანების სახით სხვადასვა დერმატოზების, მწვავე ეგზემის, და სხვა დაზიანებების დროს. 1% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება ელექტროფორეზისთვის ქრონიკული ინფილტრატების სწრაფი გაწოვისთვის, ჰიპერტროფიული ნაწიბურებისთვის. უფრო მაღალ კონცენტრაციებში (10% და მეტი) იხთიოლის პრეპარატები მოქმედებენ კერატოლიტურად, უზრუნველყოფს გარქოვანებული შრის დარბილებას და მოშორებას. იხთიოლი სუფთა სახით გამოიყენება ფურუნკულოზის მკურნალობისთვის. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის მონაცემები. განსაკუთრებული მითითებები: იხთიოლის გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ მის ხსნარებთან შეუთავსებელია ალკალოიდები, მძიმე მეტალების მარილები და იოდის შემცველი მარილები. შენახვის პირობები და ვადა: ინახება გრილ ადგილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122662