სპაზმატონი ტაბლეტი #50

სპაზმატონი ტაბლეტი #50

ბელარუსი

ბორისოვო
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - METAMIZOLE SODIUM; PITOFENONE; FENPIVERINIUM BROMIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
მეტამიზოლის ნატრიუმის მარილი ....... 500 მგ
პიტოფენონის ჰიდროქლორიდი ............. 5 მგ
ფენპივერინის ბრომიდი ........................... 0.1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, როგორიცაა:
თირკმლის ჭვალი;
შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის სპაზმები;
ქოლელითიაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმები;
პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
ქრონიკული კოლიტი;
დისმენორეა;
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტკივილი;
როგორც დამატებით საშუალებას იყენებენ ტკივილის შესამცირებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს;
პრეპარატს იყენებენ აგრეთვე მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობის სახით სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, იშიალგიის და მიალგიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, სითხესთან ერთად.
პრეპარატის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 5 დღეს.
პრეპარატის დღეღამური დოზის გაზრდა ან მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ;
* ტაქიარითმია;
* გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
* გულის იშემიური დაავადება;
* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
* ჰემატოლოგიური დაავადებები;
* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდოგენაზის დეფიციტი;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითბები:
პრეპარატი გავლენას ახდენს ფსიქომოტორული რეაქციებზე, რის გამოც იგი სიფრთხილით ენიშნებათ ალკოჰოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების პრეპარატებთან ერთად.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ჰიპოტონია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
მეტამიზოლ ნატრიუმი+პიტოფენონი+ფენპივერინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი