სპაზმობლოკი ტაბლეტი 500მგ+5მგ+0.1მგ #20

სპაზმობლოკი ტაბლეტი 500მგ+5მგ+0.1მგ #20

ბულგარეთი

ადიფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - methamizole sodium, pitofenone hydrochloride, fenpiverine bromide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები

სპაზმობლოკი არის კომბინირებული პროდუქტი რომელსაც აქვს ანალგეზიური და გლუვი კუნთების მომადუნებელი მოქმედება.
სპაზმობლოკი გამოიყენება შინაგანი ორგანოების, კუჭის ან ნაწლავური ჭვალის, ნაღვლის ჭვალის, თირკმლის ჭვალის ან თირკმლის კენჭოვანი დაავადების, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) გლუვი კუნთების საშუალო ან ზომიერი ტკივილის სინდრომის სიმპტომატური მკურნალობისთვის.
მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართში მოცემული ინფორმაციის, ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა:
ზრდასრულები და 15 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
1-2 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს.
ბავშვები და 15 წლამდე ასაკის მოზარდები
12-15 წლის ასაკი - 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3 ტაბლეტი.
9-დან 12 წლამდე ასაკი - ქ ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 2 ტაბლეტი.
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, პერორალურად, წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივოვა არ უნდა აჭარბებდეს 3 დღეს.

თუ თქვენ იღებთ უფრო მეტ სპაზმობოლკს ვიდრე უნდა ღებულობდეთ:
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თუ რა ზომები უნდა მიიღოს და რა არის საჭირო. ჭარბი დოზის მიღებისას ყველაზე ხშირად ნანახია ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, შოკი, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, კრუნჩხვა.
ჭარბი დოზის მიღებისას პირველი ზომებია პირღებინება, კუჭის ამორეცხვა რასაც შემდგომ მოჰყვება სიმპტომური მკურნალობა. კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ სპაზმობლოკის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გააგრძელეთ შემდეგი დოზა რეგულარულად დოზის გაზრდის გარეშე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვიტავთ სპაზმობლოკის მიღებას
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.
უარყოფითი რეაქციები იყოფა ჯგუფებად სამედიცინო ლექსიკონის ტერმინოლოგიის მიხედვით მარეგულირებელი მოქმედებებით და შესაბამისი სიხშირით:
ძალიან ხშირი (> 1/10), ხშირი (> 1/100 -დან <1/10-მდე), არახშირი (> 1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (> 1/10,000 -დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (მონაცემები არ არის შეფასებული). სპაზმობლოკთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციები ხშირად დროებითია და გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა თავი იჩინოს სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევებმა - ცვლილება სისხლის უჯრედებში (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და თრომბოციტების და ლეიკოციტების შემცირება).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათად მწვავე ალერგიული რეაქციები - ბრონქოსპაზმი (ბრონქების კედლების გლუვი კუნთების შევიწროება), ანგიონევროტული შეშუპება (სახის, ტუჩების, ქუთუთოების და ლორწოვანი გარსის სხვა შეშუპებები), იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.
ნერვული სისტემის დარღვევები - თავბრუსხვევა;
თვალთან დაკავშირებული დარღვევები - მხედველობის დაღვევები;
გულთან დაკავშირებული დარღვევები - კანკალის შეგრძნება, სწრაფი გულისცემა, არარეგულარული გულისცემა.
სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები - დაბალი არტერიული წნევა.
სასუნთქ გზებთან, გულმკერდთან და შუასაყართან დაკავშირებული დარღვევები - ბრონქოსპაზმი.
კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევები - დისკომფორტი, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გასტრიტის ან პეპტიური წყლულის გამწვავება.
კანი და კანქვეშა ქსოვილი - იშვიათად, კანის ალერგიები და გამონაყარი, ლაილის სინდრომი ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი (გამწვავებული ბუშტუკოვანი გამონაყარი).
თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები - შარდვის გაძნელება, შარდის მცირე ან დიდი რაოდენობა, თირკმელების ანთება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადიფარმი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
მეტამიზოლ ნატრიუმი+პიტოფენონი+ფენპივერინი
დოზა
500მგ+5მგ+0.1მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი