დავი კაფსულა ვაგინალური #6

დავი კაფსულა ვაგინალური #6

იტალია

ლო.ლი.ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: დავის ვაგინალური კაფსულა შეიცავს: ალფა-ლიპოის მჟავა 10მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენება: საშვილოსნოს ყელის მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური პროცესებით. დამხმარე პროდუქტი ნორმალური ვაგინალური ტროპიზმის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: დღემდე არაა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა და მიღების წესი: საჭიროა კაფსულას შეყვანა ღრმად საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს დაწოლამდე) 6 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ექიმის შეხედულებისამებრ.

გაფრთხილება: გამოყენებისას, განსაკუთრებით გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივი გამოყენების ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მოვლენები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს სათანადო მკურნალობის დასადგენად. ქავილისა და წვის შეგრძნება გენიტალურ დონეზე უნდა განიხილებოდეს ფიზიოლოგიურად და დაკავშირებულია ლიპოიდური მჟავის ბუნებასთან. სპეციალური გინეკოლოგიური გამოკვლევების ან მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე უნდა შეჩერდეს. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება. პრეპარატი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენება თუ შეფუთვა არის გახსნილი. დაუშვებელია გადაყლაპვა.

შენახვის სპეციალური ზომები: ინახება 0-დან 25C ტემპერტურამდე, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 6 ვაგინალური კაფსულა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლო.ლი.ფარმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ალფა ლიპოის მჟავა /თიოკტის მჟავა/
ფორმა
კაფსულა ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი