ამოქსიკლავი დენკი ტაბლეტი 500მგ+62.5მგ #16

ამოქსიკლავი დენკი ტაბლეტი 500მგ+62.5მგ #16

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კლავულანატის კალიუმი. ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 574მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 500მგ ამოქსიცილინის და 74.4მგ კლავულანატის კალიუმს, რომელიც შეესაბამება 62.5მგ კლავულანის მჟავას. დამატებითი ნივთიერებები არის მიკროკრისტალინური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, კოლოიდური ანჰიდროზული კვარცი, მანიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ბუტილირებული ფუძე მეთაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი,
მაკროგოლ 6000.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები; შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია); პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; ფილტვის ინფექციები; თირკმელების და ქვედა საშარდე გზების ინფექციები; სასქესო ორგანოების ინფექციები.
შენიშვნა : პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენენილია საავადმყოფოს გარეთ. მხედველობაში მისაღებია ოფიციალური საერთაშორისო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერება ამოქსიცილინის და-ან კლავულანის მჟავას, ან ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5-ის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქციები გარკვეული ტიპის ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები), რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ალერგიული (ანაფილაქსიური) შოკის განვითარების რისკი. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს პაციენტის მიერ მიღებული ანტიბიოტიკების შესახებ. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დარღვევები ან სიყვითლე ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5-ის ტაბლეტების მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის ინფორმირება.ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5 მიიღება კვების დაწყებისას ან მის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ორსულობის დროს ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5-ის მიღების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულიამიღების წესი: შემოგარსული ტაბლეტები მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხით. არ შეიძლება შემოგარსული ტაბლეტების დაღეჭვა ან შემოგარსული ტაბლეტების გაყოფა. ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5 შემოგარსული ტაბლეტები მისაღებად საუკეთესო დრო არის კვების დაწყებისას, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5 ყველაზე უფრო ეფექტურია ასეთი გზით მიღებისას. თუმცა ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალი ექიმი გადაწყვიტავს მკურნალობის ხანგრძლივობას. როგორც წესი ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5 მიირება 7-დან 10 დღემდე სულ მცირე 2 დღე სიმპტომების რეგრესიიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ თითოეული პაცენტისთვის ინდივიდუალურად და არ უნდა აჭარბებდეს 14 დღეს შესვენების გარეშე. თირკმელების, ღვიძლის და სისხლის მონაცემები უნდა შემოწმდეს რეგულარულად ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. მწვავე ბაქტერიული სინუსიტის მკურნალობის ხანგრძლივობა არის 14 დღე. სიფრთხილისთვის საჭიროა ამოქსიკლავ-დენკ 500-62.5-ის მიღება სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის შემთხვევაში რათა მოხდეს გვიანი გართულებების პროფილაქტიკა (მაგ. რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი).შენახვის წესი: ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
500მგ+62.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
16
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი