დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში, დილას და საღამოს, კვებისგან და სითხის მიღებისგან დამოუკიდებლად. ბრიმიკა ჯენუეირის მოქმედება გრძელდება 12 საათს, ამიტომ გამოიყენება ერთსა და იმავე დროს, რათა უზრუნველყოს ორგანიზმში სამკურნალო საშუალების საკმარისი დონე. ხანდაზმულებში, თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აკლიდინიუმის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ან მოცემული პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: არამკვეთრი მხედველობა, პირის სიმშრალე, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი. ინჰალატორი ჯენუეირი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს, ჩადგმული დოზების ინდიჯატორით და დოზირების ნარინჯისფერი ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია ნარინჯისფერი მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის დახურულ დამცავ ალუმინის შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია შეფუთვა საშრობით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. მკურნალობის დაწყებამდე ინახება დახურულ შეფუთვაში. არ გამოიყენება, თუ პაციენტი შენიშნავს, რომ შეფუთვა დაზიანებული ან გახსნილია. დაუშვებელია პროდუქტის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.