ამელოტექსი-ნიუ გელი 1% 50გრ ტუბი #1

ამელოტექსი-ნიუ გელი 1% 50გრ ტუბი #1

რუსეთის ფედერაცია

რაფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: გელის 100 გ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: მელოქსიკამი - 1.0 გ. დამხმარე ნივთიერებები: მეთილპიროლიდონი, ეთანოლი 95%, კარბომერი, ტრომეტამოლი, ფორთოხლის ყვავილების ზეთი, ლავანდის ზეთი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის.

ჩვენებები: ტკივილით მიმდინარე ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა, ტკივილისა და ანთების შემცირება.

დოზირება და მიღების წესი: გელი მოწოდებულია გარეგანი გამოყენებისთვის. არ შეიძლება შიგნით მიღება. გელის ზოლი, სიგრძით 4 სმ, უნდა დაიტანოს დღეში ორჯერ, თხელ ფენად სუფთა, მშრალ კანზე და მსუბუქად მოხდეს მისი შეზელა 2-3 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შეადგენს არაუმეტეს 4 კვირას.

გვერდითი მოვლენები: კანის სიწითლე, სიმშრალე, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობა სინათლის სხივების მიმართ, ქავილი, კანის წვა, მრავალფორმიანი ერითემა, ჭინჭრის ციება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს მისი გამოყენების შეწყვეტა და მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. ბრონქული ასთმის, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზისა და ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობის ანამნეზი, გამოყენების ადგილებში კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, 18 წლამდე ასაკი, ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სხვა ადგილობრივი გამოყენების საშუალებებთან, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. მელოქსიკამის წამლის სხვა ფორმებთან კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში, როგორიცაა ტაბლეტი, ან საინექციო დორმა, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ ახდენს გავლენას დაავადების პროგრესირებაზე. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში, აქტიური სისხლდენის დროს, თირკმელების პროგრესირებადი დაავადებების, მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის აქტიური დაავადების, დადასტურებული ჰიპერკალემიის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, გულის ქრონიკული უკმარისობის, სისხლის შედედების დარღვევების დროს და ხანდაზმულებში. პრეპარატი მიიღება მინიმალური ეფექტური დოზით და უმცირესი პერიოდით. თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, უნდა მიემართოს ექიმს. მკურნალობის პერიოდში არ უნდა მოხდეს პაციენტის გაჩერება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების გართვის უნარებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება: არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირება ნაკლებად დასაშვებია მისი დაბალი სისტემური შეწოვის ალბათობის გამო.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გამჭვირვალე ან თითქმის გამჭვირვალე გელი ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ელფერით, სპეციფიური სუნით. 1% გელი 50.0 გ ალუმინის ტუბში და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა მოხდეს პრეპარატის გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: დსს „ოზონი“, რუსეთი, 445351, სამარის ოლქი, 1. ჟიგულიოვსკი, ჰიდროსტოიტელის ქ. #6.

სარეგისტრაციო სერთიფიკატის მფლობელი: დსს ფარმფირმა „სოტექს“

საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის ხარისხის შესახებ მომხმარებლისგან პრეტენზიის მიმღები ორგანიზაცია: შპს „ნიუ ფარმა“, საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი, მე-8 მიკრორაიონი, სახლი 12, ოფისი 15.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რაფარმა
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
მელოქსიკამი
დოზა
1%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი