ამელოტექსი-ნიუ ტაბლეტი 15მგ #20

ამელოტექსი-ნიუ ტაბლეტი 15მგ #20

რუსეთის ფედერაცია

ფარმფირმ სოტექსი

ამელოტექსის ტაბლეტები გამოიყენება ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის, ანკილოზირებადი სპონდილოართრიტის დროს.

პროდუქტის შესახებ

ამელოტექსი-ნიუ ტაბლეტი 15მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერების სახით 1 აბი შეიცავს მელოქსიკამს-  15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის ციტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.


ჩვენებები:

  • ​ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).

დანიშნულია სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტში, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.


უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ;
  • უკუნაჩვენებია აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდეგ პერიოდში;
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
  • ბრონქიალური ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების რეციდივირებადი პოლიპოზის სრული ან არასრული შერწყმა და აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა (მ.შ. ანამნეზში);
  • კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის აქტიური სისხლდენა;
  • ნაწლავების ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • ცერებროვასკულარული სისხლდენა ან სხვა სისხლდენები;
  • ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
  • თირკმლის გამოხატული უკმარისობა ავადმყოფებში, რომლებიც აქ ექვემდებარება დიალიზს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), თირკმლის პროგრესირებადი დაავადებები, მ.შ. დადასტურებული ჰიპერკალიემია;
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
  • 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

პრეპარატის შემადგენლობაში ლაქტოზის არსებობასთან დაკავშირებით, პაციენტებს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, ისეთი, როგორიცაა ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი ან გლუკო-გალაქტოზის მალაბსორბციით პრეპარატის მიღება დაუშვებელია.


გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი გამოიყენება შიგნით ჭამის დროს ერთხელ დღეში.
დოზირების რეკომენდებული რეჟიმი:
რევმატოიდული ართრიტი: 15 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის ეფექტზე დამოკიდებულებით დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში.
ოსტეოართროზი: 7,5 მგ დღე-ღამეში. არაეფექტურობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღე-ღამეში.
ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი: 15 მგ დღე-ღამეში.
მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ.

პაციენტებს გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკით, აგრეთვე პაციენტებში თირკმლის გამოხატული უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღე-ღამეში.


შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 25 C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმფირმ სოტექსი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
მელოქსიკამი
დოზა
15მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი