ნეო პეკეს 'FELICES SUENOS'-დამამშვიდებელი სიროფი 150მლ ფლაკონი #1
ნეო პეკეს 'FELICES SUENOS'-დამამშვიდებელი სიროფი 150მლ ფლაკონი #1

ნეო პეკეს 'FELICES SUENOS'-დამამშვიდებელი სიროფი 150მლ ფლაკონი #1

ესპანეთი

ნეოვიტალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედაციური საშუალებები / ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა
L- ტრიფტოფანი (L-tryptophan), ბარამბოს ექსტრაქტი (Melissa Officinalis), ცაცხვის ექსტრაქტი (Tilia cordata Miller), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), მაგნიუმის გლკონატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს ფელიცე სუენოს სედაციური მოქმედების პრეპარატია, ნაჩვენებია ძილის დარღვევის, მოუსვენრობის და ნერვული აღგზნებადობის დროს. შექმნილია L- ტრიფტოფანისა და იმ მცენარეთა ექსტრაქტების ბაზაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ძილის მოწესრიგებას
L- ტრიფტოფანი - ადუნებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს და აადვილებს ჩაძინების პროცესს. L- ტრიფტოფანი - წარმოადგენს მელატონინის წყაროს ორგანიზმისთვის. მელატონინი - ჰორმონი, რომელიც ძილის ცირკადულ რიტმს არეგულირებს. მისი გამომუშავება მაქსიმუმს აღწევს ღამით (შუაღამიდან დილის 4 საათამდე ორგანიზმი აწარმოებს 30-ჯერ მეტ მელატონინს, ვიდრე დღისით) გათენებისას კი მიუხედავად იმისა რომ თვალი დახუჭულია, სინათლის მოქმედებით მელატონინის წარმოება მცირდება, სხეული ფხიზლდება და ადამიანი იღვიძებს. L- ტრიფტოფანი მონაწილეობს ნიაცინის - ვიტამინი B3 წარმოქმნის პროცესში და შედეგად უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას თავის ტვინის უჯრედებისთვის და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას
ბარამბო, ცაცხვი - სასიამოვნო სუნის მქონე მცენარე ხსნიან ცენტრალური ნერვული სისტემის სპაზმს და გამაბრუებელი ეფექტის გამო გააჩნიათ სედაციური მოქმედება
ვიტამინი B6 – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე
მაგნიუმის გლკონატი - გამოიყენება მედიცინაში, როგორც მოსადუნებელი საშუალება, მისი დეფიციტის დროს ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს) არ ძალუძთ ნერვულ იმპულსთა მიღება და გატარება, ისინი ადვილად აგზნებადნი ხდებიან, რის შედეგადაც იმატებს ადამიანის მგრძნობელობა გარე გამღიზიანებლებისა და სტრესის მიმართ

ჩვენება:
• ეპიზოდური, ხანმოკლე და გარდამავალი ინსომნიის მკურნალობა
• ქცევაზე დამოკიდებული ინსომნიის მკურნალობა
• უძილობა ბავშვებში და მოზარდებში გამოწვეული: შფოთვით, შიშით ან გაღიზიანებადობით, გადაღლილობით, მომატებული აღგზნებადობით

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• 0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში;
• 2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში;
• 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია საღამოს ძილის წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ვაშლის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოვიტალი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
აჰავა+ბარამბო+ლიმონის ხე+L-ტრიპტოფანი+მაგნიუმის გლუკონატი+პირიდიქსინის ჰიდროქლორიდი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი