სულფასალაზინი ტაბლეტი 500მგ #50

სულფასალაზინი ტაბლეტი 500მგ #50

სლოვენია

კრკა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Sulfasalazinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სულფანილამიდები

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ სულფასალაზინს (სალაზოსულფაპირიდინს).
სხვა ინგრედიენტები: პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სულფასალაზინი სალაზოსულფაპირიდინს შეიცავს, რომელიც ნაწლავური ინფექციის და რევმატიზმის საწინააღმდეგო ნივთიერებას წარმოადგენს. მსხვილ ნაწლავში ბაქტერიები სალაზოსულფაპირიდინს სულფაპირიდინად და 5-ამინოსალიცილმჟავად ანაწევრებენ.
სულფაპირიდინი ამცირებს სისტემურ ანთებას და დამღუპავად მოქმედებს ბაქტერიებზე. 5-ამინოსალიცილმჟავა ამცირებს ანთებას მსხვილ ნაწლავში. სულფასალაზინი ტკივილს არ ამსუბუქებს.

გამოყენების წესი და დოზები
აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა. არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული დოზის მომატება ან მკურნალობის შეწყვეტა.
ტაბლეტები მიიღება მთლიანი სახით, გატეხვისა და დაღეჭვის გარეშე, რაც ამცირებს არასასურველ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ჭიქა წყალის დაყოლებით.
• მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მწვავე გამოვლინება და გამწვავება
მოზრდილებმა და 16 წელზე უფროსმა მოზარდებმა უნდა მიიღონ 2-4 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. დაავადების რემისიის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
• წყლულოვანი კოლიტისა და პროქტიტის გამწვავების პროფილაქტიკა
მოზრდილებმა და 16 წელზე უფროსმა მოზარდებმა უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეიძლება 20-30 მგ სულფასალაზინის მიღება კილოგრამ სხეულის წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
• რევმატიული ართრიტი
მოზრდილებმა და 16 წელზე უფროსმა მოზარდებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დღეში 1 ტაბლეტის მიღებიდან, ხოლო შემდგომში დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტი ვლინდება გამოყენების დაწყებიდან 6-10 კვირაშე.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის შეიძლება სხეულის წონის კილოგრამზე 30-50 მგ სულფასალაზინის გამოყენება დღეში 2-3 მიღებად. ბავშვები პრეპარატს უფრო კარგად იტანენ, თუ საწყისი დოზა რეკომენდებულზე 3-4-ჯერ ნაკლებია, ხოლო მისი მომატება თანდათან ხდება. 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მაქსიმალურად შეუძლიათ მიიღონ 4 ტაბლეტი (2 გ) დღეში.
თუ პაციენტს შთაბეჭდილება ექმნება, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან არასაკმარისია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს გამორჩა პრეპარატის მიღება, იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, მაშინ გამორჩენილი დოზა არ მიიღება და მიიღება შემდეგი დოზა მკურნალობის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის დოზის გაორმაგება არ შეიძლება.

უკუჩვენებები
სულფასალაზინის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას სულფონამიდების, სალიცილატების და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. მწვავე პორფირიის დროს, ან სისხლის თეთრი უჯრედების (გლანულოციტების) ორგანიზმში არასაკმარისი რაოდენობით არსებობის დროს.
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლმდე ასაკის ბავშებში, რომლებსაც აწუხებთ მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რევმატიული ართრიტით, ვინაიდან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ დროს ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
აუცილებლობის შემთხვევაში სულფასალაზინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მინიმალური ეფექტური დოზებით. პრეპარატი რეკომენდებული არ არის ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ვინაიდან შესაძლოა გახდეს ახალშობილში სიყვითლის გაძლიერების მიზეზი. სულფასალაზინი დედის რძესთან ერთად ექსკრეტირდება, ამიტომ მკურნალობის დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სულფასალაზინის არასასურველი ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ცნობები არ მოიპოვება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
სულფასალაზინი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი