პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
რექტალური სუპოზიტორია შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერება: ვიტეპსოლი H 15.
პრეპარატის ათქ კოდი: M01Aჩ02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აასს)
ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის
დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ
ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას
მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.
არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების
განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების
სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური
ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტალგანდინები,
ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის
დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი
რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს
ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების
პოსტანთებით სკლეროზირებას; გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები
ტკივილის სინდრომით:
- სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის,
მაანკილოზებელი სპონდილიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის სახსროვანი
ფორმის (პერიართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი) დროს, პოდაგრა;
- ტკივილი ხერხემლში, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;
- ალგოდისმენორეა;
- ტრამვებისას, დამწვრობის დროს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- ასპირინული ტრიადა (ბრონქული ასთმის თანხლებით);
- ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
- სისხლის დაავადებები
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
118824
ბრენდი
გლობალ ნაპი ფარმასიუტიკალსი