გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე ანთებითი დაავადებების, ტრავმების, დაჭიმულობის და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებების მოკლევადიანი მკურნალობის დროს.
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
ტენოქსიკამს - 20 მგ;
დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).
ავეტექსის ტაბლეტები მიიღება შიგნით.
სასურველია მიღება ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ.
პრეპარატი ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ერთსა და იმავე დროს.
არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 7 დღისა, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მიღება შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე.
თავბრუ, თავის ტკივილი, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის და მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა,
სტომატიტი, ანორექსია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა პერფორაცია, წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პეპტიური წყლული, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), სისხლიანი ღებინება, სისხლიანი განავალი, პირის ღრუს დაწყლულება, გასტრიტი, პირის სიმშრალე, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.