საერთაშორისო დასახელება - Sod.Alginate,Calcium Carbonate,Sod.hydro
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი საშუალებები პეპტიური წყლულის და გასტრო ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სამკურნალოდ.
გამოყენების ჩვენებები გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სიმპტომების აღმოფხვრა, როგორიცაა მჟავე ბოყინი, გულძმარვა, დისპეფსია (დაკავშირებული კუჭის შიგთავსის მჟავიანობასთან, რომელიც გადაიტყორცნება საყლაპავში), მაგალითად, საკვების მიღების შემდეგ ან ორსულობის პერიოდში, ან პაციენტებში რეფლუქსურ ეზოფაგიტთან დაკავშირებული სიმპტომებით.
გამოყენების წესი და დოზირება ტაბლეტები მიიღება შიგნით საგულდაგულოდ დაღეჭვის შემდეგ. მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი ჭამის შემდეგ და ძილის წინ. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ამ ასაკობრივ ჯგუფში დოზის ცვლილებები არ არის საჭირო. ბავშვები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად (≤ 1/10000) პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრისციება ან ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები. შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრირების შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდება სერიოზული გვერდითი რეაქციას ამ კურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენების დაგროვილმ აგამოცდილებამ არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქცია ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფისა და ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე. პრეპარატის გამოყენებაშესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციისპერიოდში. მიუხედავად ამისა, კალციუმის კარბონატის არსებობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია მკურნალობის ხანგრძლივობის მაქსიმუმამდე შეზღუდვა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
118724
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის ალგინატი+კალციუმის კარბონატი+ნატრიუმის ჰიდროკარბონატი