ჩვენებები: ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას, გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდაციური მოქმედება. სასქესო ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მამაკაცებში, ორსულობის შეწყვეტის რისკი და მენსტუალური ციკლის სხვადასხვაგვარი დარღვევები, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პირობების გაუარესების დროს ქალებში. პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება, როგორიცაა ენდარტერიტი, რეინოს დაავადება, მიოკარდიოდისტროფია, ათეროსკლეროზი. კანის დაავადებები - სებორრეა, კანის ატროფიული ცვლილებები, როგორიცაა სკლეროდერმიის დროს, წვივის ტროფიკული წყლული, ფოტოდერმატოზები.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: სხვა პრეპარატების მიღების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტირება.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.