ვიტამინი E ამვილაბი კაფსულა 400სე #30
ვიტამინი E ამვილაბი კაფსულა 400სე #30

ვიტამინი E ამვილაბი კაფსულა 400სე #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ვიტამინი E ამვილაბი კაფსულა 400სე #30

E ვიტამინი - ახალგაზრდობის და სილამაზის ვიტამინი
•უძლიერესი ანტიოქსიდანტი
•ამაღლებს იმუნიტეტს
•ამცირებს გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს
•აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას
•ამცირებს უნაყოფობის რისკს
•ანელებს დაბერების პროცესს

ამვილაბის E ვიტამინი შეიცავს დ - ალფა ტოკოფეროლის ნატურალურ ფორმას, რომელსაც აქვს გაცილებით მაღალი ბიოშეღწევადობა, ვიდრე E ვიტამინის სინთეზურად მიღებულ ფორმებს. რბილი ზეთოვანი კაფსულა უზრუნველყოფს E ვიტამინის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ.
E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. მონაწილეობს უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბoლოზმში, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას და კაპილარულ სისხლჩაქცევებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სითეზს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, აფერხებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.
E ვიტამინი მონაწილეობს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10 - ის სინთეზში, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, რაც მნიშვნელოვანია თმის, კანისა და ფრჩხილის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ახდენს კანის უჯრედების რეგენერაციას, იცავს მას გამოშრობისა და გაღიზიანებისგან, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს, ამცირებს ნაოჭებს, ანელებს დაბერების პროცესს.
E ვიტამინი დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, მონაწილეობს სასქესო ჰორმონების სინთეზში, აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე.
E ვიტამინი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს მიელინის გარსს დაზიანებისგან, ანელებს ტვინის უჯრედების დაბერების პროცესს, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას

ჩვენება:
•ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
•საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები
•კუნთოვანი დისტროფია
•ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
•იმუნიტეტის დაქვეითება
•აღდგენითი პერიოდი მძიმე დაავადებების, ტრავმების, ოპერაციის შემდეგ
•ათეროსკლეროზი
•გულ-სისხლძარღთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა (ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია)
•ნერვული სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპია (მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, ალცჰაიმერის დაავადება)
•კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, დერმატიტი, ფსორიაზი
•დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
•კლიმაქტერული პერიოდი ქალებში
•სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია მამაკაცებში
•სექსუალური ასთენია, უნაყოფობა
•რევმატოლოგიური დაავადებები (წითელი მგლურა, სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი)
•არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამვილაბი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
ალფატოკოფეროლი
დოზა
400სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი