ტაბექსი ტაბლეტი 1.5მგ #100

ტაბექსი ტაბლეტი 1.5მგ #100

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - cytisine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ნიკოტინური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები

ტაბექსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ციტიზინს, რომელიც მოქმედებს მწეველის ორგანიზმზე ნიკოტინის მსგავსად. ტაბექსის გამოყენებით შესაძლებელია თამბაქოსთვის თავის დანებება უსიამოვნო შეგრძნებების და დისკომფორტის გარეშე, რომელიც თან ახლავს სიგარეტზე უარის თქმას.
ტაბექსი გამოიყენება თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანებში (ქრონიკული თაბაკიზმი), და ასევე, როგორც დამხმარე საშუალება, თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.

დოზირება
მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგი სქემით:
- 1-3 დღე- თითო (1) ტაბლეტი ყოველ 2 საათში (6 ტაბლეტი დღეში). ამ დღეების განმავლობაში მოსლაოდნელია მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება. თუ რეზულტატი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება შესაძლებელია 2-3 თვის მერე. Dდამაკმაყოფილებელი ეფექტის შემდეგ (მოწეული სიგარეტის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება), მესამე დღის მერე მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:
- 4 - 12 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 13 - 16 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 17 - 20 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 21 - 25 დღე – 1 -2 დღე-ღამეში.
თამბაქოს მოწევის საბოლოო შეწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მე-5-ე დღეს. სამკურნალო კურსის დასრულების მერე პაციენტმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და არ უნდა მოსწიოს არცერთი ღერი სიგარეტი.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ტაბექსს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები არის სუსტად ან ზომიერად გამოხატული. მათი უმრავლესობა დასაწყისში ვლინდება და ქრება მკურნალობის მიმდინარეობისას.
ხშირად ის დაკავშირებულია თამბაქოსთვის თავის დანებებასთან და ვლინდება თავბრუხვევით, თავის ტკივილით და უძილობით.
ტაბექსით მკურნალობისას, განსაკუთრებით, დასაწყისში შესაძლოა გამოვლენდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- პირის სიმშრალე, გემოს და მადის შეცვლა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა.
- გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რითმის აჩქარება, არეტრიული წნევის სუსტად მომატება.
- ძილიანობა, მომატებული გაღიზიანებადობა
- სუნთქვის გაძნელება
- კუნთების ტკივილი
- წონის დაკარგვა, ოფლიანობა
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ციტიზინი
დოზა
1.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი