მიღების წესი და დოზირება: 2-6 წლამდე ბავშვები - 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ; 6-12 წლამდე ბავშვები - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში; 12 წელზე ზემოთ და მოზრდილები - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მედიკამენტი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2 კვირას. პროფილაქტიკის მიზნით კურსი შეიძლება განმეორდეს წლის განმავლობაში.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.