პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები ერთ ტაბლეტში: აქტივირებული მცენარეული ნახშირი 70მგ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი 14მგ. სხვა ინგრედიენტები: ალგინის მჟავა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, თხევადი გლუკოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, შელაკი, ტალკი, გუმი არაბიკა, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბას ცვილი.
ჩვენება: ნკ ანტისპაზმური (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი) ეს პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილებში დიგესტიური დარღვევების დროს, განსაკუთრებით, როცა მას თან ახლავს მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი.
უკუჩვენება: აქტიკარბინი არ მიიღება, თუ პაციენტი არის ალერგიული ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ორსულობისას, როგორც წესი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ ინიშნება. რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები: მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოერიდოს მშრალი პარკოსნების (ოსპი, ლობიო, ბარდა და ა.შ.) და ზოგიერთი ბოსტნეულის (კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი და ა.შ.) მიღებას. თანმხლები დიარეის შემთხვევაში აუცილებელია: რეჰიდრატაცია მარილიანი და დამტკბარი სასმელებით, დიარეით დაკარგული სითხის კომპენსირების მიზნით. (მოზრდილი ადამიანის საშუალო დღიური მოთხოვნილება წყალზე შეადგენს 2 ლიტრს). საკვების მიღების გაგრძელება დიარეის პარალელურად:
საჭიროა კვების რაციონიდან უმი ბოსტნეულის, ხილის, სანელებლების, მწარე და ცხარე საკვების გამორიცხვა, პაციენტმა უნდა მიირთვას უპირატესად მოხარშული ხორცი და ბრინჯი დამატებითი კითხვების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატების მიღება და გამოყენება: ეს პრეპარატი შესაძლოა ამცირებდეს სხვა მედიკამენტების აბსორბციას, ამიტომ ეს უკანასკნელები უნდა დაინიშნოს აქტიკარბინის მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ წამლების ურთიერთქმედება, უნდა ეცნობოს მიმდინარე მკურნალობის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა: თუ მკურნალობის დროს პაციენტი გაიგებს რომ არის ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის. მხოლოდ მკურნალ ექიმს შეუძლია მკურნალობის ადაპტაცია პაციენტის მდგომარეობასთან.
ლაქტაცია: პაციენტი უნდა მოერიდოს ამ პრეპარატის მიღებას ლაქტაციის დროს.
ავტომობილის და სხვა მექნიზმების მართვა: ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის საყურადღებოა ძილიანობის რისკი, აქტიკარბინის შემადგენლობაში პაპავერინის არსებობის გამო.
მიღების წესი: დოზირება: მხოლოდ მოზრდილებისთვის 1 ან 2 ტაბლეტი საკვების მიღებამდე დღეში 3-ჯერ. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, ჭიქა წყლის მიყოლებით. მიღების მეთოდი და გზა: მიიღება შიგნით (პერორალურად).
დოზის გადაჭარბება: ძალიან მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, პაპავერინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, მხედველობის გაორება, მომატებული ოფლიანობა, სახის სიწითლე, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და სინუსური ტაქიკარდია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა მედიკამენტმა, აქტიკარბინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველასთან: შესაძლოა განავლის ფერის ცვლილება. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია ფარმაკოუსაფრთხოების სისტემის მეშვეობით ვებ-გვერდზე: www.ansm.sante.fr. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების წესების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.
ეს მედიკამენტი არის შემოგარსული ტაბლეტი, ყუთში 42 ტაბლეტი.
მწარმოებელი: LABORATORIES ELETRE, საფრანგეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
117279
ჯენერიკი
მცენარეული ნახშირი+პაპავერინი