პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: აცეკლოფენაკს I.P.-150მგ-ს; უწყლო ფუძე-საკმარისი რაოდენობით.
ჩვენებები: აცეკლოფენაკი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის და ანთებითი პროცესების დროს, მაგ., რევმატოიდული ართრიტი, ართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ცერვიკალგია, ლუმბაგო, ტენდინიტი, მყესების დაჭიმვა და მხარ-ბეჭის პერიართრიტი. აცეკლოფენაკი ასევე გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების დროს, მაგ., ოდონტალგია, წელის ტკივილი, მიალგია, ტკივილი ეპიზიოტომიის შემდეგ, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, პირველადი დისმენორეა და ექსტრაარტიკულარული რევმატიზმი.
უკუჩვენებები: უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. პაციენტები, რომლებშიც ანალოგიური მოქმედების მქონე ნივთიერებები (მაგ., ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) იწვევს ასთმის შეტევას, ბრონქოსპაზმს, მწვავე რინიტს ან ჭინჭრის ციებას ან პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები. გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის ან თირკმელების დისფუნქცია, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
დოზირება და გამოყენების წესი: აცეფლექსიTM ინექცია შეიყვანება კუნთში.
მოზრდილები: რეკომენდებული დოზა არის 150მგ 1-2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ხანდაზმულები: დოზის შემცირება არ არის საჭირო; თუმცა გამოიყენება სიფრთხილით.
ბავშვები: უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.
ღვიძლის უკმარისობა: აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს მცირე და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რეკომენდებული საწყისი დოზაა 100მგ დღეში.
თირკმელების უკმარისობა: მსუბუქი ხარისხის თირკმელების უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა გამოიყენება სიფრთხილით.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: ორსულობის დროს აცეკლოფენაკის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ადრეული დახურვა ნაყოფში და ხანგრძლივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია ახალშობილში, შეაფერხოს მშობიარობის დაწყება და გაახანგრძლივოს მშობიარობის პროცესი და სისხლის დანაკარგი. საჭიროა თავის არიდება აცეკლოფენაკის გამოყენებისაგან ორსულობის I და III ტრიმესტრში. ლაქტაცია: არ არის ცნობილი გადადის თუ არა აცეკლოფენაკი დედის რძეში. გადაწყვეტილება ლაქტაციის ან აცეკლოფენაკის გამოყენების შეწყვეტის შესახებ მიიღება დედისათვის მოსალოდნელი სარგებელისა და ბავშვისათვის შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ.ზემოქმედება ავტომობილისა და მეანიზმების მართვი სუნარზე: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების ფონზე თავბრუსხვევის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა დარღვევების არსებობისას საჭიროა თავის არიდება ავტომობილის მართვისა და საფრთხის შემცველ მექანიზმებთან მუშაობისაგან.
შენახვის წესი: ინახება ბნელ და მშრალ, პირდაპირი სინათლის სხვივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ზეე ლაბორატორიეს ლიმიტედ (ZEE LABORATORIES LIMITED), ინდოეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
117185