აერტალი გამოიყენება ოსტეოართრიტის , რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელთაც ახლავს ტკივილი.
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 100მგ აცეკლოფენაკს
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: გლიცეროლის დისტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: სეპიფილმი 752, თეთრი (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლის სტეარატი, ტიპი I).
არასასურველი მოვლენები შეიძლება იყოს მინიმალიზებული მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.
აერტალის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მინიმუმ ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. აერტალის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვების დროს.
მოზრდილები:
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ-ს დღეში, 100მგ-ს ორ ცალკე მიღებად (ერთი ტაბლეტი დილით, მეორე-საღამოს).
ბავშვები:
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულები:
ჩვეულებრივ არ არსებობს დოზის შემცირების აუცილებლობა; თუმცა აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა. ღვიძლის უკმარისობა აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დავადების მქონე პაციენტებში. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100მგ-ს დღეში .
თირკმლის უკმარისობა
დოზის შემცირება აუცილებელი არ არის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე აერტალის 100მგ გარსიანი ტაბლეტების მიღებისას
პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ვერტიგო, გულისრევა და სხვა სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ასაპ-ის მიღების დროს არ უნდა მართავდნენ ავტოტრანსპორტს და პოტენციურად საშიშ სხვა მექანიზმებს.
არაუმეტეს +25 C ტემპერატურისა.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.