საერთაშორისო დასახელება - fluticasone propionate, azelastine კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ყელ-ყურ-ცხვირის პრეპარატები
შემადგენლობა სპრეის ყოველი დოზა შეიცავს აქტიური ნივთიერება: აზელასტინის ჰიდროქლორიდი 137 მკგ, ფლუტიკაზონის პროპიონატი 50 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, გლიცერინი, უწყლო გლუკოზა, ფენილეთილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის. კორტიკოსტეროიდები. ფლუტიკაზონი, კომბინაციები.
გამოყენების ჩვენებები გამოიყენება სეზონური ან მუდივი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესამცირებლად, როდესაც ინტრანაზალური ანტიჰისტამინური საშუალებით ან გლუკოკორტიკოიდით მკურნალობა არასაკმარისია.
გამოყენების წესი და დოზები პრეპარატი ფლუტელ პლიუსი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისათვის. გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის ფრთხილად შენჯღრევა 5 წამის განმავლობაში ზედა და ქვედა მიმართულებით, დახრილ მდგომარეობაში, რის შემდეგაც უნდა მოეხსნას თავსახური. ფლუტელ პლიუსის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია მისი მომზადება გამოსაყენებლად საქაჩზე ხელის დაჭერითა და აშვებით 6-ჯერ. თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული 7 დღის განმავლობაში, განმეორებით უნდა მომზადდეს გამოსაყენებლად საქაჩზე ხელის ერთჯერადად დაჭერის და აშვების გზით. ცხვირის გასუფთავების შემდეგ სუსპენზიის შესხურება ხდება თითოეულ ნესტოში, თავის ქვემოთ დახრით. გამოყენების შემდეგ, შესასხურებლის წვერი უნდა შეამშრალოთ და თავსახური დაახუროთ. სრული ხელსაყრელი თერაპიული მოქმედების მისაღწევად აუცილებელია პრეპარატის რეგულარული გამოყენება. მოერიდეთ თვალებთან შეხებას. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს ალერგენის ზემოქმედების პერიოდს. მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და ზემოთ ასაკში): ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში დღე-ღამეში 2-ჯერ (დილით და საღამოს). 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ფლუტელ პლიუსის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის. ხანდაზმული პაციენტები ამ ასაკობრივ ჯგუფში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მონაცემები თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არსებობს.
უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.