რიპრონატი კაფსულა 500მგ #60

რიპრონატი კაფსულა 500მგ #60

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - პროპიონატ დიჰიდრატი
მოქმედი ნივთიერება: პროპიონატ დიჰიდრატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპოქსანტი და ანტიოქსიდანტი; ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის კორექტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები: ფირფიტაზე 10 და 15 კაფს., შეფუთვაში 4 და 6 ფირფიტა.
1 კაფს.პროპიონატ დიჰიდრატი ......... 250 მგ
1 კაფს.პროპიონატ დიჰიდრატი ......... 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.

ჩვენებები:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
დაქვეითებული შრომისუნარიანობა;
ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი).
ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგის სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).

მიღების წესი და დოზირება:
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში - 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში -10-14 დღე.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად - ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფთრხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პროპიონატ დიჰიდრატი
დოზა
500მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი